კულტურული იმპერიალიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cultural Imperialism

პოსტკოლონიალისტური თეორია ცდილობს იმპერიალიზმის კულტურული ასპექტის წარმოჩენას. იმპერიალიზმი, ძირითადად, დაპყრობასთან, ექსპლუატაციასა და სხვის საზღვრებში შეჭრასთან არის ასოცირებული. კულტურული იმპერიალიზმის ცნება კი იმაზე მიანიშნებს, რომ იმპერიალიზმი კულტურულ დაპყრობასაც მოიაზრებს ან, უფრო ზუსტად, კულტურით დაპყრობას. იმპერიალიზმი ადგილობრივი კულტურის ტრადიციების ძალადობრივ რღვევასა და დამპყრობელი ქვეყნის კულტურის კონტექსტის თავსმოხვევას გულისხმობს. შედეგად იმპერიალიზმის მიმართ წინააღმდეგობა ხშირად კულტურით და „დაკარგულ“ ტრადიციებზე აპელირებით ხდება.კულტურული იმპერიალიზმი, ასევე გულისხმობს დამპყრობელთა პრაქტიკას, დაპყრობილი სივრცის მნიშვნელობის შეფასებისა და განსაზღვრის საფუძვლად იმპერიული და დომინანტური კულტურა გამოიყენონ.  ამ დისკურსულ პროცესში „კოლონია“ აიგება დამპყრობლის წარმოსახვის, და არა - მისი რეალური გეოგრაფიის მიხედვით. კოლონიზებული ტერიტორიების შესახებ ლიტერატურის, ფერწერის, მისი რუკაზე დატანისა თუ სახელდებით, იმპერიალისტური ქვეყნები დისკურსულად აგებენ კოლონიის სინამდვილეს.

კულტურული იმპერიალიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია ე. წ. „სხვად ქცევა“, რომლის შედეგადაც ხდება კოლონიზებული „სხვების“ წარმოსახვითი კულტურის წარმოდგენა, როგორც გარეშეს, კულტურის გარე მყოფის, თითქოს ის კულტურის ფორმა არ იყოს. მაგალითად, ავსტრალიის კვლევისას აბორიგენთა შესახებ შექმნილი ნაშრომები მათ ყოფას წარმოგვიდგენს, როგორც პრეისტორიულს და ბუნებრივს. ასეთი ხატის შექმნით კოლონიზატორი თვითონ ხდება კულტურის ისტორიის ობიექტიც და აგენტიც.

კულტურა იმპერიალიზმის ბრძოლის ველია. მაგალითად, მე-19 საუკუნის ინდოეთში ქვრივთა დაწვის ტრადიციის, იმავე სატის, შესახებ დებატები მოიცავდა იმპერიალისტურ ნარატივს („ინდოელი ქალები ბარბაროსული კულტურული პრაქტიკისაგან უნდა ვიხსნათ“) და ნაციონალისტურ ნარატივს (რომელშიც სატი „დასაცავი“ ტრადიციის მნიშვნელოვანი ასპექტი გახდა). ფემინისტები აღნიშნავენ, რომ ხშირად ქალთა სხეულები ბრძოლის არეალი ხდება. ფემინისტური პერსპექტივით კულტურული იმპერიალიზმისა თუ კულტურის მნიშვნელობის ანალიზი, ასევე, უნდა მოიცავდეს გენდერთან თუ რასასთან კავშირებს სხვადასხვა კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში.

დასავლეთის ფემინისტებს ხშირად სდებენ ბრალს კულტურულ იმპერიალიზმში. მაგალითად, ჩანდრა მოჰანტი (1984) ფიქრობს, რომ ფემინისტების მიერ გენდერული ჩაგვრის უნივერსალურობის მტკიცებამ განაპირობა „მესამე სამყაროს ქალების“ კატეგორიის წარმოშობა ფემინისტურ თეორიაში. ხშირად „მესამე სამყაროს ქალების“ პრობლემებზე მსჯელობა გენდერული ჩაგვრის დასავლურ გაგებას ემყარება და სხვადასხვა ფორმის ძალაუფლებრივი ურთიერთობების ანალიზის საფუძვლად დასავლური კულტურის მოდელები გამოიყენება. კულტურული იმპერიალიზმის თანამედროვე ფემინისტური გაგება თვითრეფლექსიური და თვითკრიტიკულია და კონცენტრირებულია თავად ფემინისტური თეორიების, კვლევისა და აქტივიზმის ისტორიის ანალიზსა და შეფასებაზე.

იხილეთ, აგრეთვე: პოსტკოლონიალური ფემინიზმი, მესამე სამყაროს ფემინიზმი, ჩანდრა ტალპადე მოჰანტი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.

Mohanty, C. T. (1984) Under Western Eyes: Feminist Scholarship and Coioniai Discourses, Boundary 2. 12:3-13:1. pp. 333-358

კატეგორია: 
ავტორები: