მესამე სამყაროს ფემინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Third World Feminism

ტერმინი „მესამე სამყაროს ქალები“, ფაქტობრივად, მსოფლიოს ქალების უმრავლესობას აღნიშნავს - ესენი არიან განვითარებული დასავლეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქალები, თუმცა, ზოგჯერ ეს ტერმინი დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ ფერადკანიან ქალებსაც მოიცავს. ტერმინი „მესამე სამყაროს ქალები“ პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო: (ა) ის ერთ კატეგორიაში აქცევს მილიარდობით ქალს, რომელთაც რადიკალურად განსხვავებული გამოცდილებები აქვთ მათი კლასობრივი, ეთნიკური და კულტურული მიკუთვნებულობიდან გამომდინარე. (ბ) მეორეც, ტერმინები „მესამე სამყარო“ და „პირველი სამყარო“ იერარქიაზე მიგვანიშნებს, კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის გადმონაშთებია. არსებობს მოსაზრება, რომ ტერმინის „მესამე სამყარო“ ნაცვლად უფრო მართებულია „ორი მესამედი სამყაროს“ გამოყენება.

„მესამე სამყაროს ქალების“ თემა ანგლო-ამერიკულ მეცნიერებაში პირველად ანთროპოლოგების წყალობით გამოჩნდა. მათ დაიწყეს მესამე სამყაროს ქალების ცხოვრების დეტალების აღწერა ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში. მოგვიანებით ეკონომიკური განვითარების სპეციალისტებმა გაამახვილეს ყურადღება ქალების მდგომარეობაზე განვითარებად ქვეყნებში. ამგვარად, ფემინისტები პირველი სამყაროს ქვეყნებიდან ალაპარაკდნენ ქალების ბედზე მესამე სამყაროს ქვეყნებში. ამან მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან ბევრმა აქ „დასავლური ფემინიზმის“ ექსპორტის იმპერიალისტური მცდელობა დაინახა. თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში გლობალური ეკონომიკის განვითარებამ, საერთაშორისო ტრეფიკინგის პრობლემამ, ლტოლვილებისა და ადამიანის უფლებების საკითხებმა შესაძლებელი გახადა გლობალური ფემინისტური ალიანსების შექმნა. ამის მაგალითია 1995 წელს პეკინში გამართული ქალთა IV მსოფლიო კონფერენცია. „მესამე სამყაროს“ ფემინისტური თეორიები მჭიდრო კავშირშია პოსტკოლონიალურ თეორიებთან

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Kolmar, W. & Bartkowski, F. (eds.), (2005) Feminist Theory: A Reader. McGraw-Hill. 

კატეგორია: 
ავტორები: