ჩანდრა ტალპად მოჰანტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Chandra Talpade Mohanty

ჩანდრა ტალპად მოჰანტი (დაბ. 1955) მნიშვნელოვანი თანამედროვე ფემინისტი თეორეტიკოსი და პოსტკოლონიური ფემინიზმის ცნობილი წარმომადგენელია. მას პირველი აღიარება მოუტანა 1984 წელს გამოქვეყნებულმა სტატიამ „დასავლური მზერის ქვეშ: ფემინისტური კვლევა და კოლონიური დისკურსები“ (Under Western Eyes: Feminist Scholarship and Colonial Discourses). ამ სტატიაში მოჰანტი განიხილავს, თუ როგორ იწარმოება „პირველი სამყაროს“ ფემინიზმში „მესამე სამყაროს“ შესახებ დისკურსი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ხდება ზოგიერთ ფემინისტურ ნაშრომში მესამე სამყაროში მცხოვრები ქალების მატერიალური და ისტორიული არაერთგვაროვნების დისკურსული კოლონიზაცია, რის შედეგადაც იწარმოება „მესამე სამყაროს ქალის“ ერთგვაროვანი, მონოლითური კატეგორია.

მოჰანტი აკრიტიკებს სამ ანალიტიკურ დაშვებას მესამე სამყაროში მცხოვრებ ქალებთან მიმართებაში. პირველია „ქალი“, როგორც ანალიზის კატეგორია. ის გულისხმობს, რომ ქალები ბუნებრივად შემდგარ ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესები და სურვილები, მიუხედავად მათი კლასისა, ეთნიკურობისა, რასისა და რელიგიური კუთვნილებისა. მოჰანტი აღწერს ხუთ გზას, რომლებითაც „ქალი“, როგორც ანალიტიკური კატეგორია, გამოიყენება დასავლურ ფემინისტურ დისკურსში: 1. მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი; 2. კოლონიალური პროცესების მსხვერპლი; 3. ოჯახური სისტემების მსხვერპლი; 4. ეკონომიკური განვითარების მსხვერპლი; 5. რელიგიური იდეოლოგიების მსხვერპლი. მოჰანტისთვის პრობლემურია ქალთა არაისტორიული, უნივერსალური გაერთიანება მათი დაქვემდებარების საფუძველზე. მისი აზრით, აუცილებელია „ქალის“ გაგება, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ჯგუფისა კონკრეტულ ადგილობრივ კონტექსტში.

მეორე დაშვებაა მეთოდოლოგიური უნივერსალიზმი, რომელიც ცდილობს „დაამტკიცოს“, რომ ქალთა ჩაგვრა გლობალური მოვლენაა. ამგვარი უნივერსალიზმი „არითმეტიკულად“ ბჭობს: მაგალითად, რაც უფრო მეტი ქალი ატარებს ჩადრს, მით მეტია გენდერული სეგრეგაცია. ისეთი ცნებები, როგორიცაა რეპროდუქცია, შრომის გენდერული დანაწილება, ოჯახი, პატრიარქატი, ქორწინება, ხშირად გამოიყენება მათი ადგილობრივი კულტურისა და ისტორიული კონტექსტის დაკონკრეტების გარეშე.

მესამე დაშვებით „ქალთა“, როგორც ჩაგრულთა, ზოგად კატეგორიაში (რომელიც ხაზს უსვამს გენდერულ განსხვავებას) შემოდის „ჩაგრული მესამე სამყაროს ქალების“ ქვეკატეგორია - დამატებითი მახასიათებელი, „მესამე სამყაროს“ განსხვავებულობა. ეს კი წაახალისებს მესამე სამყაროში მცხოვრები ქალების მიმართ პატერნალისტურ დამოკიდებულებას. იგულისხმება, რომ მესამე სამყაროს ქალი არის რელიგიური (ანუ არაპროგრესული), ოჯახზე ორიენტირებული (ანუ ტრადიციული), სამართლებრივად არაქმედუნარიანი (ანუ ჯერ კიდევ არ იცის საკუთარი უფლებები).

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Mohanty, Ch. et al. (1991). Third World Women and the Politics of Feminism. Bloomington: Indiana University Press.

კატეგორია: 
ავტორები: