ჩიკანა მოძრაობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Chicana Movement

ჩიკანა ფემინისტები არიან მექსიკური წარმომავლობის ქალები, რომლებიც დაიბადნენ და ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათი აზრით, მათი ცხოვრება ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის თანაკვეთის ადგილია - ეს არის ადგილი, სადაც ეთნიკურობა, კლასი, გენდერი და სექსუალური ორიენტაცია ერთმანეთს ხვდება და უპირისპირდება.

ჩიკანა ფემინისტების მოძრაობა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ისინი, შავკანიანი ქალების მსგავსად, ჩართული იყვნენ სხვადასხვა სოციალურ მოძრაობაში და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მათთვის განსაზღვრული ტრადიციული როლების გამო. თანამებრძოლ მამაკაცებს გენდერული როლების შესაბამის ჩარჩოებში სურდათ მათი მოქცევა. ჩიკანა ქალები არჩევანის წინაშე იდგნენ: მამაკაც თანამებრძოლებთან ერთად საერთო რასობრივი ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც მათი, როგორც ქალების, საჭიროებებისა და მისწრაფებების დავიწყებას ნიშნავდა, ან ჩიკანა ქალების ბრძოლა ერთდროულად რასობრივი ჩაგვრისა და სექსიზმის წინააღმდეგ.  მათ ბრალს სდებდნენ საკუთარი კულტურის ღალატში და მამაკაცებისა და ოჯახის წინააღმდეგ მებრძოლებს უწოდებდნენ. ამგვარად, ჩიკანა ქალები გაემიჯნენ მათი კულტურისა და ეთნოსის წარმომადგენელ მამაკაცებს, მაგრამ მათთვის არც თეთრკანიანი ფემინისტების მიერ დომინირებული ფემინისტური მოძრაობა იყო ბოლომდე მისაღები. შესაბამისად, ჩიკანა ქალებმა საკუთარ ფემინისტურ ბრძოლას დაუდეს სათავე.

ჩიკანა ფემინზმმა წინ წამოსწია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ქალწულის და მრუშის დიხოტომია, ოჯახის მიერ ქალის კონტროლი, განათლების აუცილებლობა ეკონომიკური სიდუხჭირის  დასაძლევად, პოზიტიური დისკრიმინაცია, შრომის კოდექსი, ჯანდაცვისა და ბავშვებზე ზრუნვის საკითხები.

ჩიკანა ფემინიზმი არ არის ჰომოგენური მიმდინარეობა და მასში შეიძლება განვასხვაოთ რამდენიმე მიმართულება: ჩიკანა-ლიბერალური ფემინიზმი, ჩიკანა-მეამბოხე / პარტიზანული ფემინიზმი, ეთნოცენტრისტული ფემინიზმი. ჩიკანა ფემინიზმი არ ემყარება ერთიან თეორიას; მასში პრობლემატიზებულია თეორია, როგორც ასეთი. მათი აზრით, თეორია უნდა ემსახურებოდეს სოციალურ ცვლილებას. ჩიკანა ფემინისტები მიმართავენ „სტრატეგიულ ესენციალიზმს“.

იხილეთ, აგრეთვე: ინტერსექციურობა, გლორია ანზალდუა, შავკანიანი ქალების ფემინიზმი

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Anzaldúa, G. (ed.). (1990). Making Face, Making Soul, San Francisco: Aunt Lute Foundation Books.

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge. 

კატეგორია: 
ავტორები: