საზოგადოება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Society

სოციოლოგიის ძირითადი ცნება, აღწერს მყარად მოწესრიგებულ ერთობას, გარკვეულ სივრცეზე განფენილ (გარკვეულ ტერიტორიაზე მოქცეულ) ადამიანთა თანაცხოვრებას, რომელსაც სტრუქტურირებული მთლიანობის სახე აქვს. ადამიანის არსებობა-გადარჩენის შანსები დამოკიდებულია სტაბილურ სოციალურ კოოპერაციასა და ურთიერთთანამშრომლობაზე. ადამიანთა გაერთიანება ერთ ს-ში, ადამიანების ურთიერთთანამშრომლობა აუცილებელია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად. ამ თანამშროლობას მეტწილად სტრუქტურული და ცნობიერი ხასიათი აქვს. როგორც მთლიანობა, ერთობლიობა - ს. ყოვლისმომცველ სოციალურ სისტემას წარმოადგენს, რომელსაც გარკვეული ავტარკულობა (დამოუკიდებლობა, თვითკმარობა) აქვს, თუმცა ვიტალური და პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, ყოველი ს. დამოკიდებულია ბუნებაზე (ბუნებრივ გარემოზე) და მასთან გაცვლითი ხასიათის ურთიერთობაზე. გელენის თანახმად, ადამიანი „ინსტინქტრედუცირებული“ არსებაა და მისი საზოგადოებრივი ცხოვრება, საზოგადოებრივი ურთიერთობები და ადამიანთა ურთიერთქმედება თავისთავად, ბუნებრივად დადგენილი და ბუნების მიერ მოწესრიგებული არ არის. ადამიანების საზოგადოებრივად მართული ურთიერთქმედება, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ არსებობს, რომ ადამიანები თავიანთ მოქმედებაში ორიენტირებულნი არიან საერთო ინსტიტუტებზე, ღირებულებებსა და ნორმებზე და განიციან სანქციების მაიძულებელ ზეწოლას. ს–ის სიმყარე დამოკიდებულია იმ ინსტიტუციების ფორმირებასა და მათი ქმედითობის უზრუნველყოფის უნარზე, რომელთაც ყველა ძირითადი საზოგადოებრივი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ. ტ. პარსონსის თანახმად, ს-ის ფუნქციას ადამიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებების კოოპერატიული წარმოება, ს-ის რეპროდუქცია, გარე და შიდა უსაფრთხოების დაცვა და ინდივიდებისათვის მსოფლმხედველობის, ღირებულებათა სისტემების, საზრისის სტრუქტურების შეთავაზება წარმოადგენს. სოციალურ-კულტურული ღირებულებები, ლეგიტიმირებული (აღიარებული) სოციალური ნორმები, რომლებიც პოზიტიურ და ნეგატიურ სანქციებს მჭიდროდ უკავშირდება (დასჯა და წახალისება), აწესრიგებს ადამიანთა ქცევას ყოველდღიურ სიტუაციებში. ნორმათა ამ ერთობლიობის წყალობით, ადამიანთა ურთიერთობის სფეროში ადამიანის ქცევა სიტუაციის შესაბამისად ხორციელდება და შესაძლებელია ამ ქცევის გათვლა-პროგნოზირება. ამა თუ იმ ს-ის ფუნქციონირებისა და სიმტკიცისათვის აუცილებელია საყოველთაოდ გაზიარებული ნორმებისა და ღირებულებების არსებობა და სოციალიზაციის პროცესში მოზარდი თაობის მიერ მათი შეძლებისდაგვარად ათვისება-დასწავლა, გაშინაგანება (ინტერნალიზაცია), ყოველდღიურ მოქმედებასა და ქცევაში მათი შესრულება. ღირებულებების გაუფასურება და ნორმების გადაგვარება (ანომია) სოციალიზებული ინდივიდების ორიენტაციაში დაბნეულობას, ს-ისა და კულტურის სტაბილურობის რყევას იწვევს, მაგრამ, ამასთან, ეს მოვლენა სოციალური ცვლილებისათვის ახალ არხებს გახსნის. პიროვნების, კულტურისა და ს-ის ურთიერთშეღწევის შედეგად წარმოიშობა ადამიანთა დამოუკიდებელი, ერთმანეთში გადაწნული და შეჭიდული კავშირურთიერთობა, რომლის ელემენტები მხოლოდ აბსტრაქტულად და ანალიტიკურად შეიძლება ერთმანეთისაგან გამოცალკევდეს, რაც სოციოლოგიის როგორც მეცნიერების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

 

კატეგორია: 
ავტორები: