სოციოლოგია

Sociology

ტერმინი შემოიტანა ფრანგმა სოციოლოგმა ო. კონტმა (1798–1857). ეტიმოლოგიურად იგი ლათინური და ძვ. ბერძნული სიტყვების გაერთიანებას წარმოადგენს (socious როგორც ზედსართავი სახელი ნიშნავს დაკავშირებულს, გაერთიანებულს, ხოლო როგორც არსებითი სახელი – ცხოვრების თანამგზავრს, მეგობარს, მოკავშირეს, მონაწილეს. ბერძნული ლოგოს – სიტყვას, მოძღვრებას, გონებას. ზოგადად ს. საზოგადოების შესახებ მეცნიერებაა. უფრო ვიწრო აზრით, სოციალური მეცნიერებაა, რომელიც სოციალურ სუბიექტებს, სოციალურ პროცესებს, სოციალურ კატალიზატორებს, სოციალურ მიმართებებს, წარმონაქმნებსა და სტრუქტურებს იკვლევს. მ. ვებერის თანახმად, ს. არის მეცნიერება, რომელიც სოციალური მოქმედების გაგებითა და ახსნით არის დაკავებული, აქედან გამომდინარე, ის სოციალური მოქმედების მდინარება–მსვლელობისა და მისი შედეგების მიზეზობრივ ახნას ცდილობს. ს. საზოგადოებას მიკრო და მაკრო დონეზე სწავლობს (მაკრო და მიკროსოციოლოგია). მაკროდონეზე ს–ის ყურადღების ცენტრშია დიდი სოციალური წარმონაქმნები და კოლექტიური პროცესები. მისი საგანია სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების ცვლილება, სტრუქტურა, სოციალური ჯგუფები, ასევე კლასები, ფენები და სხვადასხვა სახის უმცირესობანი. აქ უპირატესობა ენიჭება საზოგადოების განხილვას ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცვალებადობის დინამიკაში. მაკროდონეზე საზოგადოება განიხილება როგორც თავისთავადი, დამოუკიდებელი რეალობა, რომელიც არ დაიყვანება ინდივიდუალურ მიმართებებსა და მის ცალკეულ ელემენტებზე. მიკროდონეზე ს. ორიენტირებულია ინდივიდებსა და მათ ურთიერთინტერაქციაზე. აქ ინდივიდების სოციალური სტრუქტურით განსაზღვრულობა საერთოდ კი განიხილება, მაგრამ კვლევის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს. ამ მიდგომის ფარგლებში შეისწავლება, თუ როგორ მოქმედებენ ადამიანები გარკვეული პირობების, მაგალითად, ისეთების, როგორიცაა მოლოდინები, მოტივები და ა.შ. ზეგავლენით, როგორ მიემართება ერთმანეთს ადამიანთა მოქმედებები და ა.შ.ს–ში გამოიყოფა სოციოლოგიურ თეორიათა სამი დიდი ჯგუფი:1.სისტემების თეორია, რომელიც წარმოდგენილია სისტემების ზოგადი თეორიის, სტრუქტურული ფუნქციონალიზმის (ტ. პარსონსი), კომპლექსური სოციალური სისტემების თეორიის (ნ. უმანი) სახით;2. საზოგადოების თეორია, რომელიც მოიცავს მარქსისტულ სოციოლოგიას, კრიტიკულ თეორიას (მ. ჰორკჰაიმერი, თ. ადორნო, ი. ჰაბერმასი) და ფიგურაციისა და პროცესის სოციოლოგიას (ნ. ლიასი);3. ცევისა და მოქმედების თეორია, რომელიც მოიცავს ქცევის ს–ს (ბ.ფ. სკინერი, გ.კ. ჰომანსი), სიმბოლურ ინტერაქციონიზმს (გ.ჰ. მიდი), ფენომენოლოგიურ ს–ს (ა. შუტცი), ეთნომეთოდოლოგიას (ჰ. გარფუნკელი).სხვა მეცნიერებების მსგავსად ს–ში ხდება დარგობრივი დიფერენციაცია.ს–ის დარგებს განეკუთვნება:1. ზოგადი ს.,2. სპეციალური ანუ დარგობრივი ს. (ოჯახის, რელიგიის, სოფლის, სამართლის, ლიტერატურის და ა.შ.), და3. სოციოლოგიური კვლევის მეთოდები.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

 

კატეგორია: 
ავტორები: