დიდი ბრიტანეთის მთავრობის კაბინეტის მუშაობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილება მნიშვნელოვანის საკითხის შესახებ მიიღება არა ცალკეული მინისტრების, არამედ მინისტრთა კაბინეტის მიერ, რომლის გადაწყვეტილებასაც აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი მთავრობის ყველა წევრმა. ამ პრინციპის დაცვას დიდი ბრიტანეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რაც იქიდანაც ჩანს, რომ მის შეუსრულებლობას საჯარო გამოსვლებისა და პარლამენტში კენჭისყრის დროს, როგორც წესი, შესაბამისი მინისტის გადადგომა მოჰყვება. კ. პ–ის პრინციპი აუცილებელია სტაბილური მართვისათვის. მას მკაცრად იცავს ჩრდილოვანი კაბინეტიც, რომელსაც სურს ხელისუფლების ღირსეულ მემკვიდრედ გამოიყურებოდეს. ამ პრინციპის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იგი აფერხებს თავისუფალ დისკუსიას და პრემიერ–მინისტრის პოლიტიკას ლეგიტიმურობის ელფერს ანიჭებს, სინამდვილეში კი უმრავლესობის აზრს ეწინააღმდეგება. გამონაკლისს წარმოადგენს კაბინეტის რომელიმე წევრის მიერ კანონპროექტის შეტანის შემთხვევა, როდესაც მთავრობაში განსხვავებული აზრია რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხის შესახებ, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, 1974–75წწ. მთავრობის წევრებს მიეცათ უფლება, გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი ევროპულ თანამეგობრობაში (ევროკავშირში) დიდი ბრიტანეთის შესვლის თაობაზე.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი