მთავრობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Government

ხშირად მხოლოდ აღმსარებელი ხელისუფლების სინონიმად იხმარება, განსხვავებით „ხელისუფლებისაგან“ როცა გულისხმობენ ხელისუფლების სამივე შტოს. დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც წესი, მ–ს აყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც უმეტესწილად ფორმირებულია ერთი პარტიის წარმომადგენლების მიერ. ასეთი ვითარება განსაკუთრებით ხშირია ორპარტიულ სისტემებში. უმრავლესობის, მ–ს, რომელსაც პრაქტიკულად ხელები აქვს გახსნილი საკუთარი პროგრამის გასატარებლად, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ითვლება, რომ თუკი რომელიმე პარტიამ დააკომპლექტა უმრავლესობის მ, მას უნდა მიეცეს პროგრამის შეუფერხებელი რეალიზაციის საშუალება იმდენად, რამდენადაც ეს პროგრამა ყველაზე უფრო ადეკვატურად გამოხატავს ამომრჩევლების ინტერესებს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: