ეკონომიკური სოციოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Economic Sociology

განისაზღვრება როგორც სოციოლოგიური თეორიული მოდელებისა და ცვლადების გამოყენება იმ კომპლექსური საქმიანობის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია მწირი რესურსებისთვის კონკურენციის, წარმოების, დისტრიბუციისა და მოხმარების პროცესებთან. ე.ს -ის ფარგლებში ხდება სოციალური სამყაროს ეკონომიკურ და არაეკონომიკურ ასპექტებს შორის ურთიერთობის კვლევა.

კლასიკური ეკონომიკური თეორია ეკონიმიკასა და მის დინამიკას განიხილავს, როგორც მხოლოდ მისთვის დამახასიათბელი კანონების სამყაროს. ეკონომიკა თანამედროვე საზოგადოების ყველაზე ავტონომიური სფეროა, რომელშიც ტრანსაქციების ხასიათს განსაზღვრავს რაციონალური კალკულაცია და ის ნაკლებად ექვემდებარება არაეკონომიკური ცვლადების ზეგავლენას.

რაც შეეხება ეკონომიკისადმი სოციოლოგიურ მიდგომას, მისი ძირითადი მახასიათებელია „ეკონომიკური რაციონალობის“ ცვლადად მიჩნევა ადამიანების ინსტიტუციონალურ ცხოვრებაში და მისი ვარიაციების გამომწვევი ფაქტორების ანალიზი. ემპირიული ეკონომიკები ჩართულია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური ინსტიტუტების სისტემაში. მაგ., ისტორიული განვითრების სხვადასხვა ეტაპზე რელიგია და პოლიტიკა ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის, როგორც მონეტარული ინსტიტუტები. ეკონომიკური პროცესი სხვადასხვანაირადაა ინსტიტუირებული დროსა და სივრცეში.

ე.ს-ის კვლევისადმი სოციოლოგიური მიდგომის ფუძემდებლად მიიჩნევა კ.მარქსს, ჯ. შუმპეტერს, მ.ვებერსა და ე.დიურკემს. ეკონომიკური და სხვა სოციალური ინსტიტუტების ურთიერთდამოკიდებულების კვლევაში მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება კ.პოლანის, ტ. პარსონისა და ნ.სმელზერის შრომები.

ეკონომიკური სოციოლოგიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ კლასიკური ეკონომიკური თეორიების არაისტორიულ მიდგომასა და ბაზისურ დაშვებებს. ერთ-ერთი ასეთი ბაზისური დაშვებაა ადამიანის გამარტივებული მოდელი - „ჰომო ეკონომიკუს“ (Homo Economicus). კლასიკური ეკონომიკური თეორიების წარმომადგენელთათვის ადამიანი ინსტრუმენტული, რაციონალური, მოგების მაქსიმიზაციაზე ორიენტირებული მატერიალისტია. აქვს რა ინფორმაცია ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ, იგი მოქმედებს სრულიად რაციონალურად.

მ.ვებერმა ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა ასეთი მოდელის ისტორიულ უნივერსალიად გამოცხადების წინააღმდეგ. კ. პოლანის მიხედვით, იმ ეკონომიკების ფარგლებს გარეთ, რომლებშიც თვისუფალი ბაზრებია დომინანტური, ფორმალური ეკონომიკური ანალიზი და კლასიკური ეკონომიკური თეორიების მოდელები (მათ შორის „ჰომო ეკონომიკუსი“) კარგავს თავის რელევანტურობას, როგორც ემპირიული ეკონომიკის შესწავლის მეთოდი.

ე.ს -ის ფარგლებში შეისწავლება კულტურასთან, ძალაუფლებასთან და სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან დაკავშირებული ცვლადების ზეგავლენა ეკონომიკურ და საფინანსო ინსტიტუტებზე, ბიზნეს ორგანიზაციის ფორმებზე, გიგანტური კრპორაციების ფუნქციონირებასა და მოსახლეობის ყოველდღიურ ეკონომიკურ ქცევაზე.

XX ს-ის 60 -იანი წლებიდან ხდება ე.ს-ის ფრაგმენტაცია ისეთი სპეციალური დარგების მიხედვით, როგორიცაა ინდუსტრიული სოციოლოგია, შრომის ბაზრის სოციოლოგია, მოხმარების სოციოლოგია, თვისუფალი დროის სოციოლოგია და ა.შ. თანამედროვე ე.ს-ის ერთ -ერთი ყველაზე პოპულარული სფეროა ე.წ. ქსელების (Networks) კვლევა. ქსელური მიდგომა გულისხმობს ინდივიდსა და მთელ ეკონომიკურ სისტემას შორის გამაშუალებელი ცვლადების აღწერასა და ანალიზს. მაგ., ქსელური ანალიზის საფუძველზე აღწერენ ეთნიკური ნიშნით ფორმირებული ქსელების მიერ აშშ-ის ეკონომიკის განსხვავებული სეგმენტების დაკავებისა და მონიპოლიზაციის პროცესს.

რაც შეეხება თეორიულ მოდელებს, ე.ს-ის პარადიგმები, ძირითადად, ეკლექტიკური და პლურალისტურია და ვერც ერთმა თეორიამ ვერ მოიპოვა დომინანტური როლი. ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ისევ მ.ვებერის, ტ.პარსონისა და კ. პოლანის თეორიები ინარჩუნებენ.

კატეგორია: 
ავტორები: