დაქვემდებარებული (სუბორდინირებული) მასკულინობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Subordinate Masculinity

საზოგადოებაში კაცების სხვადასხვა ჯგუფს შორის არსებობს დომინაცია-სუბორდინაციის გენდერული ურთიერთობები, მაგალითად, ჰეტეროსექსუალი კაცების დომინაცია და ჰომოსექსუალთა სუბორდინაცია. დაქვემდებარებული მასკულინობის მახასიათებლები და თავისებურებები განსხვავდება საზოგადოებაში გავრცელებული მასკულინობის დომინანტური პატერნისაგან. რ. კონელის აზრით, დაქვემდებარებული მასკულინობის წარმომადგენელია, მაგალითად, ჰომოსექსუალი მამაკაცი.

ჰეგემონური მასკულინობის თვალთახედვიდან ჰომოსექსუალობა ფემინურობასთან ასოცირდება და სიმბოლურად იდევნება. გეი მასკულინობა სუბორდინირებული მასკულინობის ერთადერთი მაგალითი არ არის. ზოგიერთ ჰეტეროსექსუალ კაცსა და ბიჭსაც დევნიან ჰეგემონური მაკსულინობის ლეგიტიმურობის ჩარჩოებიდან. ამ პროცესს თან ახლავს შეურაცხმყოფელი ლექსიკონი: ქალოია, ქალაჩუნა, დედიკოს ბიჭი და ა.შ. მასკულინობის ეს ტიპი ეწინააღმდეგება ჰეგემონური მასკულინობის პრინციპებს და მისი ქმედებები სცილდება ჰეგემონური მასკულინობის ჩარჩოებს. მაგალითად: ძიძა მამაკაცი, სტილისტი მამაკაცი, ჰომოსექსუალი მამაკაცი და სხვ.

იხილეთ, აგრეთვე: მასკულინობა, ჰეგემონური მასკულინობა, კომპლიციტური მასკულინობა, მარგინალური მასკულინობა

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Connell, R.W. (2005). Masculinities. Second Edition. Berkeley, CA: University of California Press.

კატეგორია: 
ავტორები: