მასკულინობის მკვლევარი რ. კონელი მასკულინობის ოთხ ტიპს გამოყოფს: ჰეგემონური, კომპლიციტური, დაქვემდებარებული და მარგინალური. ამათგან ჰეგემონური, კომპლიციტური და დაქვემდებარებული მასკულინობების პრაქტიკა თვითონ გენდერული წესრიგის ფარგლებში ექცევა, ხოლო თუ გენდერს კლასისა და რასის კატეგორიებს დავამატებთ, გამოიკვეთება მასკულინობის ახალი ტიპი - მარგინალური მასკულინობა. ეს ტიპი ჰეგემონურ მასკულინობას ჰგავს და მისი წარმომადგენლები ნამდვილად იქნებოდნენ ჰეგემონური მასკულინობის წარმომადგენლები, რომ არა ერთი გარემოება: ისინი მიეკუთვნებიან რომელიმე უმცირესობის ჯგუფს, რომელიც რაიმე ნიშნითაა მარგინალიზებული. მასკულინობა შეიძლება მარგინალური იყოს კლასის, ეთნიკურობის, რასის, შესაძლებლობის ან ასაკის ნიშნით. მაგალითად, მუშათა კლასის მასკულინობა შეიძლება მარგინალური გახდეს უმუშევრობის მიზეზით. მარგინალური მასკულინობის წარმომადგენელი შეიძლება საზოგადოების კეთილგანწყობას იმსახურებდეს. მარგინალური და ჰეგემონური მასკულინობები ფიქსირებული კატეგორიები კი არ არის, პრაქტიკათა კონფიგურაციებია.
იხილეთ, აგრეთვე: მასკულინობა, ჰეგემონური მასკულინობა, კომპლიციტური მასკულინობა, დაქვემდებარებული მასკულინობა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Connell, R.W. (2005). Masculinities. Second Edition. Berkeley, CA: University of California Press.