მასკულინობა (ანუ მამაკაცურობა) იმ თვისებათა ნაკრებს გულისხმობს, რომელიც კონკრეტულად მამაკაცთთათვის დამახასიათებლად მიიჩნევა. მისი შესატყვისი ქალებისათვის არის ფემინურობა (ქალურობა). ფემინისტი თეორეტიკოსები მიუთითებენ, რომ მასკულინობის (ისევე, როგორც ფემინურობის) გაგება კულტურულად და ისტორიულად რელატიურია და, შესაბამისად, არ არის დეტერმინირებული სქესთა ბიოლოგიური თავისებურებებით.
მკვლევრები მიუთითებენ, რომ არსებობს სხვადასხვაგვარი მასკულინობა, რომელთა შორისაც იერარქიული განაწილებაა, ხოლო იერარქიის სათავეში ჰეგემონიური მასკულინობა დგას. თანამედროვე სამყაროში ასეთი ჰეგემონიური მასკულინობა მოიაზრებს დასავლელ, საშუალო სოციალური კლასის, თეთრკანიან, ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს. ყველა დანარჩენი კი, ვინც ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, სუბორდინირებულ, კომპლიციტურ ან მარგინალურ მასკულინობას წარმოადგენს. ჰეგემონიურობას განსაზღვრავს ძალაუფლება, ხოლო ძალაუფლების შენარჩუნებას მუდმივი ბრძოლა, ძალის მუდმივი დემონსტრირება სჭირდება; შესაბამისად, ჰეგემონიური მასკულინობის ნორმები გულისხმობს სუბორდინირებული მასკულინობებისა და სხვა გენდერის წარმომადგენელთა მუდმივ ჩაგვრას.
მკვლევარი მაიკლ კიმელი ამტკიცებს, რომ სექსიზმის, ჰომოფობიისა და რასიზმის საფუძლად სწორედ ის ბრძოლა დგას, რომელშიც მამაკაცები ყოველდღიურად არიან ჩაბმულნი, რათა ჰეგემონიური მასკულინობის ნორმის ფარგლებში დარჩნენ ან მიუახლოვდნენ მაინც მას. მისი თქმით, მამაკაცები აკეთებენ ჰომოფობიურ განცხადებებს, რადგან საზოგადოებას და თავიანთ თავს დაუმტკიცონ, რომ ისინი თავად არ არიან ჰომოსექსუალები, სექსისტურად იქცევიან, რათა ჰეგემონიური მასკულინობის ერთ-ერთი მახასიათებელი - მაჩოიზმი - გამოავლინონ, სხვა რასის წარმომადგენლებს ზემოდან უყურებენ, რათა სხვისი მარგინალიზაციით საკუთარი ძალაუფლება განამტკიცონ.
იხილეთ აგრეთვე: სუბორდინირებული მასკულინობა, კომპლიციტური მასკულინობა, მარგინალური მასკულინობა, ჰეგემონიური მასკულინობა
***
გამოყენებული ლიტერატურა:
R. W. Connell Masculinities (University of California Press, Barkeley Los Angeles, 2005)Chapter 3: The Social Organization of Masculinity, 67-86.
Michael Kimmel, “Masculinity as Homophobia: Fear, Shame and Silence in the Construction of Gender Identity” in Peter Murphey (ed) Feminism and Maswculinities, (Oxford University Press, 2004): 182-200.