შფოთვითი აშლილობები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Anxiety Disorders

ტერმინი შფოთვითი აშლილობები მოიცავს აშლილობათა 12 სახეს, რომელიც აერთიანებს შიშის, წუხილის, ცუდი წინათგრძნობისა და შფოთვის ემოციური  მდგომარეობებს.  შფოთვითი აშლილობების  დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია სამი კომპონენტის იდენტიფიცირება (ლანგე, 1977).

პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტია სომატური კომპონეტი (Somatic Component), რომელიც გულისხმობს გარკვეული ფიზიკური შეგრძნებების არსებობას. ძირითადი სომატური სიმპტომებია: გახშირებული პულსაცია (გულისცემა), ოფლდენა, კანკალი, თრთოლა, სუნთქვის უკმარისობა, ხუთვის შეგრძნება, ტკივილი გულმკრედის არეში, გულისრევა/ღებინების შეგრძნება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა ან სიმძიმის შეგრძნება თავში, გაშეშება, ხმაური ყურებში, ასევე შემცივნება ან ცხელება. აღნიშნული ფიზიკური სიმპტომები შეიძლება შეგვხვდეს დამოუკიდებლად  ან სხვადასხვა კომბინაცით. როცა ოთხი ან მეტი სიმპტომი ერთდროულად გვხვდება (ან ნაკლები რაოდენობის სიმპტომი სიკვდილის, კონტროლის დაკარგვის ან „გაგიჟების“ შიშთან კომბინაციაში), მაშინ სახეზეა  პანიკური  შეტევა. პანიკური შეტევები შეიძლება მოხდეს ნებისმიერი შფოთვითი აშლილობის კონტექსტში, თუმცა, ძირითადად, ისინი პანიკური აშლილობების ჯგუფში ერთიანდებიან.  

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც კოგნიტურ კომპონენტს (cognitive Component) უწოდებენ, მოიცავს (1) მოულოდნელ/უეცარ მოგონებებს (ფლეშბექებს), (2) გარკვეულ ობიექტთან ან მოვლენასთან დაკავშირებულ საზარელ ან კატასტროფულ ფიქრებს, და (3) განმეორებად და არასასურველ აკვიატებულ აზრებს, ხატებს ან იმპულსებს. შფოთვითი აშლილობების დროს ცნობიერების შინაარსების დიაპაზონი ძალიან ფართოა. იგი შეიძლება მოიცავდეს როგორც მიკრობებით დაბინძურების, ავიაკატასტროფაში მოხვედრის შიშს, ასევე ყოველდღიურ მოვლენებზე გადაჭარბებულ წუხილს, როგორიცაა ოჯახის პრობლემები, პირადი ფინანსები ან პირადი ჯანმრთელობა. არასასურველი და კატასტროფული ფიქრების ინიციაცია შეიძლება განპირობებული იყოს უშუალოდ კონკრეტული მოვლენით, მაგალითად, თვითმფრინავით მგზავრობა  ან  მოვლენის  წარმოდგენით, რომ ის ოდესღაც მოხდება.

შფოთვითი აშლილობების მესამე კომპონენტი არის ქცევითი განრიდება (behavioral avoidance), როდესაც ინდივიდი თავს არიდებს ისეთ სიტუაციებს ან მოვლენებს,  რომლებიც, მისი აზრით, მას სუბიექტურ და ფსიქოლოგიურ საფრთხეს უქმნიან. თუკი ინდივიდი იძულებით მოხვდება ასეთ სიტუაციაში (მაგალითად, ადამიანს, რომლსაც აქვს აუდიტორის წინაშე სიტყვით გამოსვლის შიში და მას მოულოდნელად  უწევს სიტყვით გამოსვლა), იგი შეეცდება თავიდან აირიდოს არასასურველი სიტუაცია და თავს გაქცევით ან მიმალვით უშველოს. ქცევითი განრიდების განსაკუთრებული სახეა რიტუალები, რომლებიც განმეორებადი, კონკრეტული თანმიმდევრობით შესრულებული მოქმედებებია და იაინი მიზნად ისახავენ ხელი შეუშალონ ან თავიდან აირიდონ კონკრეტული სტიმულის, მოვლენის ან სიტუაციის ზეგავლენა.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Kazdin , A. E., (2001) Encyclopedia of Psychology: 8 Volume Set.

კატეგორია: 
ავტორები: