ცდის პირთა შიდა სქემა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Within Subject Design

კვლევის სქემა, რომელშიც ცდის პირთა ერთი ჯგუფი მონაწილეობს და დამოკიდებული ცვლადი იზომება დამოუკიდებელი ცვლადის თითეული დონის მიხედვით. სხვა სიტყვებით, დამოუკიდებელი ცვლადის ყველა დონე მიეწოდება ცდის პირთა ერთსა და იმავე ჯგუფს. მაგალითად, ვიკვლევთ იწვევს თუ არა მოწევაზე თავის დანებება წონის მომატებას. ამისათვის შეირჩევა მწეველთა ჯგუფი და დაფიქსირდება მათი წონები, მოწევაზე თავის დანებების გარკვეული პროგრამის შემდეგ კვლავ აწონიან მათ. ამის შემდეგ ორივე პირობაში გამოთვლილი საშუალო წონების საშუალებით მოწმდება ორი პოპულაციის საშუალოთა ტოლობის ჰიპოთეზა. ამ შემთხვევაში კვლევა ჩატარდა ერთსა და იმავე ჯგუფზე და დამოუკიდებელი ცვლადი (სხეულის წონა) გაიზომა მოწევისას და მოწევაზე თავის დანებების შემდეგ, ამიტომ ეს ცდის პირთა შორის სქემაა.    

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: