თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც მოგონება საუკეთესოა, როცა იმპლიციტური კოდირების და იმპლიციტური აღდგენის პროცესების დამთხვევა ხდება.
ამ დროს დახსომების ეფექტი ყველაზე მაღალია, როდესაც კოდირების პროცესში წარმოებული გადამუშავება გადადის და გამოიყენება აღდგენის პროცესებში. თუ რამდენად ეფექტურია ეს საშუალება, ეს რამდენიმე მეთოდის აღწერის საფუძველზე შეიძლება ინახოს, რომელიც იმპლიციტურ მეხსიერებაში გამოიყენება. განვიხილოთ იმპლიციტური მეხსიერების შემოწმების ტიპური ექსპერიმენტი: მკვლევრები სტუდენტებს სიტყვათა მწკრივს აძლევდნენ და სთხოვდნენ 1-დან (ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო) 5-მდე (ყველაზე მეტად სასიამოვნო) ქულით სკალაზე შეეფასებინათ, რამდენად სასიამოვნო მნიშვნელობა ჰქონდა თითოეულ მათგანს. ექსპერიმენტის ამ პირველი ფაზის შემდეგ ცდის პირთა მეხსიერება შემდეგი ოთხიდან ერთ-ერთი იმპლიციტური მეხსიერების ამოცანით მოწმდებოდა (დავუშვათ, ერთ-ერთ მწკრივში არის სიტყვა „მარტორქა“):
- ფრაგმენტული სიტყვის შევსება. ცდის პირს ეძლევა ფრაგმენტული სიტყვა — რტ-რქ-, რომელიც მან თავში მოსული პირველივე სიტყვით უნდა შეავსოს.
- სიტყვის ფუძის შევსება. ცდის პირს ევალება შეავსოს სიტყვის ფუძე, მაგალითად, მარ______, თავში მოსული პირველი სიტყვით.
- სიტყვის იდენტიფიკაცია. ცდის პირებს მონიტორზე ეძლევათ სიტყვათა რიგი ისეთი სისწრაფით, რომ ნათლად თითოეულის აღქმა ვერ შეძლონ, მაგრამ უნდა გამოიცნონ ეს სიტყვები. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი სიტყვა იქნება „მარტორქა“.
- ანაგრამა. ცდის პირებს ეძლევათ იგივე სიტყვა, მაგრამ არეული ასოებით, მაგალითად, „ქატორარმა“ და მათ უნდა დაასახელონ პირველი აზრიანი სიტყვა, რომელიც თავში მოუვათ.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თანხვედრა ინფორმაციის ფიზიკური მახასიათებლების თანხვედრას გულისხმობს. სხვა სიტყვებით, რა პროცესებიც მოქმედებს „მარტორქის“კოდირების პროცესში, იგივე პროცესები განაპირობებენ სიტყვის ფუძის მარ______ს შევსებას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.