დაღმავალი გადამუშავება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Top-down Processing

პერცეპტული პროცესები, როცა ადამიანის წარსული გამოცდილება, ცოდნა, მოლოდინები, მოტივაცია და კონტექსტი გავლენას ახდენს აღქმული ობიექტის ინტერპრეტაციასა და კლასიფიკაციაზე.

ბევრ შემთხვევაში, პერცეპტული იდენტიფიკაციის (აღქმული საგნის ცნობის) გასაიოლებლად შესაძლებელია უკვე ხელთ არსებული ინფორმაციის გამოყენება. მაგალითად, ზოოპარკში ნამდვილად იცნობთ ზოგიერთი სახეობის ცხოველს. იქ მეტად გექნებათ ვეფხვის ნახვის მოლოდინი, ვიდრე თქვენი სახლის ეზოში. როდესაც მოლოდინები გავლენას ახდენენ აღქმაზე, ფენომენს, დაღმავალ გადამუშავებას („ზემოდან ქვემოთ“) უწოდებენ. დაღმავალი გადამუშავებას სამყაროს აღქმაში წარსული გამოცდილება, ცოდნა, მოტივი და კულტურული ფონი შემოაქვს. დაღმავალი გადამუშავებისას უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციონირება გავლენას ახდენს საგნებისა და მოვლენების გაგებაზე. დაღმავალ პროცესებს კონცეპტუალურად (ანუ ცნებების დონეზე ან ჰიპოთეზით) აღძრულ გადამუშავებასაც უწოდებენ, რადგან მეხსიერებაში შენახული ცნებები გავლენას აცდენენ სენსორული მონაცემების ინტერპრეტაციაზე. დაღმავალი პროცესების მნიშვნელოვნების ჩვენება შეიძლება ნახატებით, რომელთაც „დრუდლებს“ უწოდებენ (იხ. სურათი N1). დასახელების გარეშე, ეს ნახატები ყოველგვარ აზრს მოკლებულია, თუმცა როგორც კი მოხდება მათი იდენტიფიცირება, მათში ჩადებულ აზრსაც ადვილად დავინახავთ.

ინფორმაციის გადამუშავების დაღმავალი პროცესები კიდევ ერთი  ილუსტრაციისთვის განვიხილოთ სურათი N2. წესით, თქვენ შეძლებთ მათ ცნობას, მაგრამ ასეთები არიან ეს ადამიანები რეალურად? ალბათ, არა, ყოველ შემთხვევაში, საუკეთესო წლებში მაინც. ამ კარიკატურების ამოცნობის უნარი მოწმებს, რომ სამყაროს აღქმა მხოლოდ სენსორული რეცეპტორებიდან შემოსულ აღმავალ გადამუშავებაზე, აღმავალ ინფორმაციაზე არ არის დამოკიდებული. თქვენი ცოდნის — დაღმავალი ინფორმაციისა და დანახულის — აღმავალი ინფორმაციის გაერთიანების უნარი ამ კარიკატურებში ხათუნა გოგორიშვილის, გიორგი თარგამაძისა და ბიძინა ივანიშვილის ცნობის საშუალებას გაძლევთ. ფაქტობრივად, კვლევა აჩვენებს, რომ კარიკატურების ამოცნობა უფრო ადვილია, ვიდრე ცნობილი ადამიანების უფრო „ზუსტი“ გამოსახულებებისა, რადგან კარიკატურებში ის მახასიათებლებია გამოკვეთილი, რომლებიც ადამიანს გამორჩეულს ხდის.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: