სპეციალიზირებული უჯრედები, რომლებიც ფიზიკურ სიგნალებს უჯრედის სიგნალებად გარდაქმნიან, რომლებსაც შემდგომ ცენტრალური ნერვული სისტემა გადაამუშავებს.
ნებისმიერი სენსორული სისტემის მოქმედებას ბიძგს აძლევს გარემო მოვლენის ან გამღიზიანებლის შემჩნევა. გარემო გამღიზიანებლის შემჩნევა სპეციალიზირებული სენსორული რეცეპტორებით ხდება (იხ. ცხრილი). სენსორული რეცეპტორები სენსორული გამღზიანებლის ენერგიას უჯრედის სიგნალებად გარდაქმნიან, რომელიც შეიძლება, გამოიმუშავოს ნერვულმა სისტემამ. უჯრედის სიგნალები ინფორმაციას უფრო მაღალი დონის ნეირონებს აწვდიან, რომლებიც ინფორმაციის კატეგორიზირებას სხვადასხვა დეტექტორული ბლოკებიდან ახდენენ. ამ ეტაპზე ნეირონები აგროვებენ ინფორმაციას სტიმულის ძირითადი თვისებების შესახებ, როგორებიცაა მისი ზომა, ინტენსივობა, ფორმა და მანძილი. სენსორული სისტემების სიღრმეში ინფორმაცია უფრო რთულ კოდებშია კომბინირებული და თავის ტვინის ქერქის სპეციფიკურ უბნებს გადაეცემა, რომლებიც შეგრძნებისა და ასოციაციის პროცესებზეა პასუხისმგებელი.
***
გამოყენებული ლიტერატურა
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.