გამოკითხვა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Survey

გამოიყენება სოციალური პრაქტიკის მრავალ სფეროსა და სხვადასხვა მეცნიერებაში. იგი აღნიშნავს იმ საჭირო ინფორმაციის მიღების განსხვავებულ ხერხებს, რომლის წყაროს ინდივიდი წარმოადგენს. ემპირიულ სოციოლოგიაში გ. პირველადი სოციალური მონაცემების მოპოვების ყველაზე გავრცელებული მეთოდია. მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის მიღება როგორც სოციალური ფაქტების, მოვლენების, პროცესების, ისე ინდივიდების, სოციალური ჯგუფების შეხედულებების, აზრების, განწყობების, შეფასებების, ქცევის მოტივების, ღირებულებითი ორიენტაციებისა და სხვ. შესახებ. გ.–ის პროცესს განსაზღვრავს შემდეგი ძირითადი ცვლადები: 1. პირი, რომელიც გამოკითხვას ატარებს (ინტერვიუერი ან ანკეტიორი), 2. პირი (ან ჯგუფი), რომელიც ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს (რესპონდენტი, ინფორმანტი), 3. ინფორმაცია, რომელიც კითხვებისა და პასუხების ფორმით გამოიხატება – გამოკითხვის კომუნიკე, 4. პირობები (გარემო), სადაც ტარდება გამოკითხვა -გამოკითხვის ველი. გ-ის მიზანია კვლევის ჰიპოთეზების შემოწმება და ცვლადებს შორის ურთიერთობების გამოვლენა-დადგენა. გ-ის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება შერჩევას, ანუ გენერალური ერთობლიობის იმ ნაწილის არჩევას, რომლის შესწავლაც არის გათვალისწინებული. რესპონდენტების სწორი შერჩევის შედეგად მიღებული მონაცემები მთელი გენერალური ერთობლიობისათვის (მოსახლეობის ან სოციალური ჯგუფებისათვის) არის დამახასიათებელი და ზოგადი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. გ-ის ინსტრუმენტია კითხვარი (ანკეტა ან ინტერვიუს ბარათი, ბლანკი), - კითხვების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული (ორგანიზებული) ნაკრები, ერთობლიობა. თითოეული კითხვა გამოკვლევის პროგრამულ და პროცედურულ ამოცანებს უკავშირდება. მისი შინაარსი ასახავს შესასწავლ პრობლემას ემპირიული ინდიკატორების დონეზე. გ. აგრეთვე გულისხმობს რესპონდენტების პასუხების დაფიქსირება-რეგისტრაციას, მათ დამუშავებასა და თეორიულ ინტერპრეტაციას. გ-ის სახეების კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: I. ინფორმაციის მიღების საშუალებებისა და ხასიათის მიხედვით: 1. ანკეტირება (გ. ანკეტის საშუალებით) და 2. ინტერვიუირება (გ. ინტერვიუს საშუალებით). II. გენერალური ერთობლიობის ჩაბმის ხარისხის მიხედვით: 1. მთლიანი (გენერალური) და 2. შერჩევითი. III. პროცედურის მიხედვით: 1. ინდივიდუალური და 2. ჯგუფური. IV. ჩატარების ფორმის მიხედვით: 1. ზეპირი (რესპონდენტის პასუხების, გამონათქვამების რეგისტრირება ინტერვიუერის მიერ ხდება) და 2. წერილობითი (ანკეტის კითხვებზე პასუხებს თავად რესპონდენტი აფიქსირებს). V. რესპონდენტთან ურთიერთობის, კომუნიკაციის ფორმის მიხედვით: 1. დასწრებული (პირდაპირი ინტერვიუ ან დასწრებული ანკეტირება - უშუალო კიონტაქტი) და 2. დაუსწრებელი (ანკეტირება ფოსტით, პრესის საშუალებით, სატელევიზიო ინტერვიუ - გაშუალებული კონტაქტი). VI. გ-ის ჩატარების სიხშირის მიხედვით: 1. ერთჯერადი და 2. მრავალჯერადი. VII. გ-ის ფორმალიზაციის მიხედვით: 1. სტანდარტული (ანუ სტრუქტურული, ჩამოყალიბებული, ფორმალიზებული) და 2. არასტანდარტული (ანუ არასტრუქტურული, არაფორმალიზებული, თავისუფალი). თითოეული ეს ხერხი, გ-ის, როგორც ზოგადი მეთოდის, შემადგენელი ნაწილია. მიზნების მიხედვით გ-ის სახეებია: დაზვერვითი, აღწერითი და ახსნითი. გ-ის ტიპებისა და სახეების გამოყენება განისაზღვრება კონკრეტული გამოკვლევის ამოცანებითა და მიზნებით. ყველაზე მეტად ეფექტურია გ-ის მეთოდის გამოყენება სხვა მეთოდებთან ერთად. სხვადასხვა სახის გ-ები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ემპირიული სოციოლოგიური გამოკვლევის ყველა ეტაპზე.

კატეგორია: 
ავტორები: