რესპონდენტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Respondent

პირი, რომელიც სოციოლოგიურ გამოკითხვაში (ანკეტირებაში ან ინტერვიუში) მონაწილეობს და ინფორმაციის წყაროს ან კომუნიკატორს წარმოადგენს. პირველადი სოციალური მონაცემები დასმულ კითხვებზე გაცემული შესაბამისი პასუხების სახით მიიღება. რ-ს სოციოლოგიური მონაცემები დასმულ კითხვებზე გაცემული შესაბამისი პასუხების სახით მიიღება. რ-ს სოციოლოგიურ გამოკვლევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ბევრადაა დამოკიდებული კვლევის საბოლოო შედეგების საიმედოობა (სანდოობა).                                                                                                                                      რ-ები შეიძლება იყვნენ როგორც ექსპერტები (სპეციალური რ-ები, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის ან ცხოვრებისეული გამოცდილების გამო საკვლევ თემასთან დაავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ), ისე ტიპური წარმომადგენლები (ე.ი. საზოგადოების სხვადასხვა სოცილური ფენის, ჯგუფის წევრები, რომლებსაც შესასწავლი საკითხის შესახებ გარკვეული ცოდნა აქვთ). არსობებს რ-თა სხვა ტიპებიც; ლ.რ. გორდენი (L.R.Gorden) სამი ტიპის რ-ს გამოყოფს: 1. ძირითადი ინფორმატორები (მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია კლევის სტრატეგიულ პრობლემებს ეხება), 2. სპეციალური რ-ები (პირები, რომლებიც მკვლევარს გამოკვლევის პრობლემასთან უშუალოდ დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიან), 3. ტიპური წარმომადგენლები (სოციალური ჯგუფისა და დემოგრაფიული პოპულაციების წარმომადგენლები).                                                                                                         კ.პლამერი (K.Plummer) განასხვავებს რ-თა შემდეგ ტიპებს: ტიპური (ჩვეულებრივი) წარმომადგენლები (მოსახლეობის ფართო მასების მინუშები), მარგინალები (რომლებიც ორ კულტურას შორის კონფლიქტის მატარებლები არიან), ექსტრემალური ტიპები (ისინი გარკვეული ტენდენციის მაჩვენებლები არიან) და აგრეთვე, გამოჩენილი პიროვნებები (რომლებლაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს გარკვეული სფეროს განვითარებაზე ან გარკვეულ ეპოქაზე).                                                                                                         რ-ის ნაცვლად ზოგჯერ ხმარობენ ტერმინს "ინფორმანტი", როდესაც გამოკვლევის დროს არაფორმალური კვლევითი ტექნიკა (როგორიცაა, მაგ., არასტრუქტურიზებული ინტერვიუები) გამოიყენება.  

კატეგორია: 
ავტორები: