კითხვარი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Questionnaire

სოციალური ინფორმაციის მოპოვების ინსტრუმენტი. ის ერთმანეთთან აზრობრივად და ლოგიკურად დაკავშირებული კითხვების (ან კითხვებისა და პასუხების) ნაკრებია. თითოეული კითხვა (ან კითხვა და პასუხები) სოციოლოგიური გამოკითხვის (ინტერვიუირების ან ანკეტირების) პროგრამული და პროცედურული ამოცანებითაა განპირობებული. ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს რესპონდენტი, რომლის პასუხების რეგისტრაცია კ–ის მეშვეობით ხდება. კ–ს ავსებს ინტერვიუერი (ინტერვიუს დროს), რომელიც გამოკითხვას ატარებს, ან რესპონდენტი (ანკეტირების დროს). კ–ის საშუალებით მიიღება ინფორმაცია ინდივიდების, ჯგუფების ზოგადი მახასიათებლების (საქმიანობის, შემოსავლისა და ა.შ.), შეხედულებების, აზრების, განწყობების, ღირებულებების, აგრეთვე სოციალური ფაქტების, მოვლენებისა და პროცესების შესახებ. ზოგჯერ კ. თეორიების შესამოწმებლად გამოიყენება. კ–ზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გამოკითხვის ხარისხი და შედეგები. არსებობს კ–ის რამდენიმე სახე: ანკეტა, გამოსაკითხი ფურცელი, გამოსაკითხი ბარათი და სხვ. კითხვების ტიპების მიხედვით განასხვავებენ სტანდარტიზებულ (ფორმალიზებულ) და არასტანდარტიზებულ (არაფორმალიზებულ) კ–ებს. ფორმალიზებული კ–ის (ანკეტის) სტრუქტურული ერთეულია კითხვა ან კითხვათა ბლოკი, ხოლო არაფორმალიზებული ინტერვიუს სტრუქტურულ ერთეულს თემა წარმოადგენს. კ–ის შედგენის პროცესი გამოკვლევის ძირითადი ჰიპოთეზების კითხვების ენაზე გადაყვანის პროცედურაა. ვალიდური ინფორმაციის მიღების მიზნით, კ–ის შედგენის დროს საჭიროა მრავალი ფაქტორის გათვალისწინება. კ–ში ფიქსირებული უნდა იყოს მხოლოდ ყველაზე არსებითი კითხვები, რომლებზეც პასუხები საჭირო ინფორმაციის მიღებას უზრუნველყოფს. ყველა კითხვას მეტ–ნაკლებად პირდაპირი და უშუალო დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საკვლევ პრობლემასთან. დიდი მნიშვნელობა აქვს კ–ში კითხვათა თანმიმდევრობას. კითხვები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ აზრობრივად და ლოგიკურად ერთმანეთისგან გამომდინარეობდეს და რაც შეიძლება ნაკლები გავლენა მოახდინოს რესპონდენტის შემდგომ პასუხებზე. კ–ში მოცემული კითხვები უნდა იყოს ფორმურილებული ნათლად, ერთმნიშვნელოვნად, ნებისმიერი რესპონდენტისათვის გასაგებ ენაზე, რომ რესპოდენტებმა შეძლონ პასუხების გაცემა (ან ისეთი პასუხების არჩევა, რომლებიც მათ შეხედულებებს შეესაბამება). იქ, სადაც თემა შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი, უპირატესობა ღია (არაფორმალიზებულ) კითხვებს ენიჭება, რადგან შესაძლებელია, რომ მკვლევარმა წინასწარ ვერ გაითვალისწინოს შესაძლებელი პასუხების ყველა ვარიანტი. კ–ში კითხვების ტიპების არჩევა დამოკიდებულია საკვლევი თემის ხასიათსა და გამოკვლევის ჩატარების საშუალებებზე. კ–ების შევსების შემდეგ ხდება კითხვებზე გაცემული პასუხების კოდირება კომპიუტერული ანალიზისთვის, რაც აადვილებს კვლევის თეორიულ ინტერპრეტაციას.

კატეგორია: 
ავტორები: