სტრესის შემამსუბუქებელი ცვლადები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Stress Moderator Variables

ცვლადები, რომლებიც ცვლიან სტრესორსა და მოცემული ტიპის სტრესულ რეაქციას შორის მიმართებას.

ეს ის ცვლადებია, რომლებიც ცვლიან სტრესორის ზემოქმედებას კონკრეტული ტიპის სტრესულ რეაქციაზე. შემამსუბუქებელი ცვლადები ფილტრავს ან სახეს უცვლის სტრესორების ჩვეულ ზემოქმედებას ინდივიდის რეაქციებზე. მაგალითად, თქვენი დაღლილობის დონე და ზოგადი ჯანმრთელობის სტატუსი შემამსუბუქებელი ცვლადებია, რომლებიც გავლენას ახდენენ იმაზე, როგორი იქნება თქვენი რეაქცია მოცემულ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ სტრესორზე. თუ კარგ ფიზიკურ ფორმაში ხართ, მაშინ უკეთ გაუმკლავდებით სტრესორს, ვიდრე მაშინ, როცა არ ხართ კარგ ფორმაში. ის, თუ როგორ შეაფასებთ სტრესორს, მომავალში განსაზღვრავს იმას, თუ რა ტიპის დაძლევის რეაქციების გამოყენება დაგჭირდებათ. შესაბამისად, კოგნიტური შეფასება სტრესის შემამსუბუქებელი ცვლადის მაგალითია. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: