Shapiro-Wilk Test
ამოწმებს არის თუ არა მონაცემთა განაწილება მნიშვნელოვნად გადახრილი ნორმალური განაწილებისაგან. თუ კრიტერიუმის სტატისტიკის გამოთვლილი მნიშვნელობა მეტია კრიტიკულ მნიშვნელობაზე განაწილება მნიშვნელოვნად გადახრილია ნორმალური განაწილებისგან. საყურადღებოა, რომ ამ კრიტერიუმის გამოყენება არაა გამართლებული, როცა შერჩევის მოცულობა დიდია. ამ დროს მონაცემთა განაწილება უმნიშვნელოდაც კი რომ იყოს გადახრილი ნორმალურისგან, ტესტმა შეიძლება აჩვენოს მნიშვნელოვანი გადახრა (significant result).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
კატეგორია: