თვითშეფასება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Self-Esteem

თვითშეფასება მეს მიმართ განზოგადებით შეფასებით დამოკიდებულებას ეწოდება, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნების გუნება-განწყობილებასა და ქცევაზე. ამასთანავე,  იგი მოქმედებს ინდივიდუალური და სოციალური ქცევების სპექტრზეც.

თვითშეფასება კავშირშია იმასთან, როგორ შევიგრძნობთ და ვაფასებთ საკუთარ თავს და მოიცავს  ჩვენს შეხედულებებს საკუთარი მიღწევების, უნარების, ღირებულებების, ფიზიკური ხატისა და სხვა ინდივიდებს შორის ჩვენი ადგილის შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ საკუთარ თავთან დაკავშირებულ ინფორმციას ადამიანები განსხვავებულად ამუშავებენ. შეფასებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორი, როგორიც არის, მაგალითად, რამდენად კარგად ან ცუდად ართმევს ადამიანი თავს ამა თუ იმ დავალებას და სიტუაციას. როგორც წესი, ამგვარი შეფასება სხვა ინდივიდებთან შედარების ხარჯზე ხდება.

მე-კონცეფცია და თვითშეფასება ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშრებულები, რაც იმით გამოიხატება, რომ რაც უფრო დახვეწილი და მკაფიოდ განსაზღვრული მეს სქემა აქვს ადამიანს, მით უფრო მაღალია მისი თვითშეფასება. მაღალი თვითშეფასების მქონე პიროვნებები გარემოსთან კონტაქტში ამბიციური და აგრესიული სტილით შედიან, ხოლო დაბალი თვითშეფასების მქონე პიროვნებები უფრო ფრთხილად და წინდახედულად წარუდგენენ  თავს სამყაროს.

დაბალი თვითშეფასება ხშირად კავშირშია დეპრესიასთან, ხოლო მაღალი თვითშეფასება კი ფსიქოლოგიური რეგულაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. დაბალი თვითშეფასება, გარკვეულწილად, მეს შესახებ ნაკლებ დარწმუნებულობასა და ცოდნას გულისხმობს, ხოლო მაღალი თვითშეფასების შემთხვევაში, ინდივიდს უფრო მკაფიო და ზუსტი წარმოდგენა აქვს საკუთარი მეს/თავის შესახებ. 

თვითშეფასება მნიშვნელოვან კავშირშია სხვა ისეთ ცვლადებთან, როგორებიცაა კონტროლის სურვილი, იმედი, მიღწევის მოტივაცია, მარტოობა (უარყოფითი კავშირი), თვით-დეტერმინაცია, შფოთვა (უარყოფითი კავშირი), დადებითი აფექტი, დეპრესია (უარყოფითი კავშირი) და ა.შ.

თვითშეფასების გასაზომად, ყველაზე ხშირად მორის როზენბერგის (1965) მიერ შემუშავებული თვითაღწერითი კითხვარი გამოიყენება. ინსტრუმენტში 10 კითხვა შედის და ზოგად დებულებებს მოიცავს საკუთარი თავის შეფასების შესახებ.

თვითშეფასებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ კულტურული ფაქტორები, რომლებიც, გარკვეულწილად, განსაზღვრავენ ინდივიდის თვითშეფასების თავისებურებებს. მაგალითად, მკვლევრებმა მარკუსმა და კიტაიამამ (1991) აღმოაჩინეს, რომ დასავლური (მაგ. ამერიკული) და აღმოსავლური (მაგ. იაპონური) კულტურები საგრძნობლად განსხავდებიან ერთმანეთისგან სელფის კონსტრუირების თვალსაზრისით. დასავლური კულტურა უფრო მეტად პიროვნების დამოუკიდებელ, ინდივიდუალისტურ, ღია და გამომხატველ სტილს წაახალისებს, ხოლო აღმოსავლური კულტურა მიკუთვნებულობასა და კოლექტიურ ღირებულებებზე აკეთებს აქცენტს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: