მე-კონცეფცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Self-Concept

მე-კონცეფცია დინამიკურ ფსიქიკურ სტრუქტურას ეწოდება, რომელიც მრავალ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის  თვითშეფასებას,  მოგონებებს საკუთარი თავის შესახებ, მოსაზრებებს საკუთარი  თვისებების, მოტივებისა და  ღირებულებების შესახებ. მე- კონცეფციაში, აგრეთვე ერთიანდება საკუთარი სხეულის აღქმა, წარმოდგენები იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ ინდივიდზე  სხვები და როგორ აღიქვამენ, სტატუსი, მტკიცე სიმბოლური მოგონებები, რომლებიც პირადი ხასიათისაა, მიზნები, გეგმები, განზრახვები, მოლოდინები და ა.შ.

მე-კონცეფცია ინდივიდის ფსიქიკური მოდელია, რომელშიც თავმოყრილია საკუთარი უნარებისა და ატრიბუტების შესახებ ცოდნა. მე-კონცეფცია მე-სქემებისაგან შედგება, რომლებიც  როგორც საკუთარი თავის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამუშავებაში, აგრეთვე სხვა ადამიანების ქცევების ინტერპრეტირებაშიც გვეხმარებიან. 

იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენის განვითარებას მრავალი განსხვავებული მოტივი აქვს, მეს კონცეპტუალიზაციის მრავალი განსხვავებული ვერსია შეიძლება არსებობდეს, რომლებიც სხვადასხვა რაკურსიდან აღიქვამენ მეს.  ეს შეიძლება იყოს  საშიში, იდეალური, რეალური, წარსული, აწმყო და მომავალი მე-ები.

მე-კონცეფიები ხელს უწყობს იდენტობის განცდას ხანგრძლივი დროის მანძილზე. ამასთანავე, მე-კონცეფციების ცნობიერი რეპრეზენტაცია, ნაწილობრივ, არაცნობიერად მიმდინარე მეს სქემატიზაციის პროცესზე არის დამოკიდებული. აქ იგულისხმება ის განზოგადებები, რომლებიც  წარსული გამოცდილებებიდან და ფანტაზიებიდან იღებენ სათავეს და შემდეგ  არაცნობიერად მე -სქემებად ყალიბდებიან.

მე-კონცეფცია დეკლარაციული ცოდნაა. როგორც წესი, ნებისმიერ ინდივიდს მრავალრიცხოვანი მე-კონცეფციები აქვს, რომლებიც შესაძლოა, წინააღმდეგობაშიც კი მოდიოდნენ ერთმანეთთან. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: