რეტიკულური ფორმაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Reticular Formation

რეტიკულური ანუ ბადისებრი ფორმაცია ტვინის ღეროს უბანია, რომელიც ნერვების ხშირი ქსელის სახით არის წარმოდგენილი და თავისი გრძელი ბოჭკოებით, თალამუსს უკავშირდება. ის ტვინის ღეროს დარაჯის ფუნქციას ასრულებს, ახორციელებს რა თავის ტვინის ქერქის აქტივაციას და აკონტროლებს ზურგის ტვინის რეფლექსურ მოქმედებას. ამით ის განაპირობებს დიდი ტვინის ქერქის მზაობას, მიიღოს სენსორული ინფორმაცია ანუ ახალი სტიმულაცია და პასუხისმგებელია ცნობიერების შენარჩუნებასა და გამოფხიზლებაზე. ამასთან, ის ძილის დროსაც ინარჩუნებს სიფხიზლის გარკვეულ დონეს. ვინაიდან რეტიკულური ფორმაცია თავის ტვინის ღეროში მდებარე ცენტრების ტონუსის რეგულაციაში მონაწილეობს, ამ უბნის სერიოზული დაზიანება კომას იწვევს.

 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: