თალამუსი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Thalamus

თავის ტვინის ნაწილი, რომელიც სენსორულ ინფორმაციას გადასცემს დიდი ტვინის ქერქს. ეს არის წყვილი დიდი, კვერცხისებრი ორგანო, რომელიც თავის ტვინის მესამე პარკუჭის ლატერალური კედლების უდიდეს ნაწილს ქმნის. ის უკავშირდება რეტიკულური ფორმაციის გრძელ ბოჭკოებს, რომელსაც შემოსული სენსორული ინფორმაცია დიდი ტვინის ქერქის შესაბამის უბანში გადააქვს, სადაც ეს ინფორმაცია მუშავდება. ამრიგად, თალამუსის ფუნქციაა სხვადასხვა რეცეპტორიდან მომდინარე ნერვული იმპულსების გარდაქმნა ქერქისთვის შესატყვის შეგრძნებებად, როგორებიცაა შეხება, ტკივილი ან ტემპერატურა ღვიძილის მდგომარეობაში. მაგალითად, თალამუსი ინფორმაციას გადასცემს თვალებიდან მხედველობის კორტიკალურ უბანს. ამასთან, ის სინაფსურ გადაცემებსაც არეგულირებს მოსვენების მდგომარეობაში. 

       

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Thalamus http://www.britannica.com/EBchecked/topic/589751/thalamus 

კატეგორია: 
ავტორები: