ფსიქოტური აშლილობები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Psychotic Disorders

ფსიქოტურ აშლილობებში ერთიანდება მწვავე ფსიქიკური აშლილობები, რომლებშიც ინდივიდის მიერ რეალობის აღქმა უარესდება. ეს შეიძლება გამოვლინდეს აზროვნების, აღქმისა და ემოციების სფეროში წარმოქმნილ სირთულეებში. დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის მე-3 სახელმძღვანელოს შემდგომი გამოცემებიდან  ფსიქოტური აშლილობა ამოიღეს და აღარ გამოიყენება დიაგნოსტიკურ კატეგორიად.

ხოლო დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის მე-5 სახელმძღვანელოში ფსიქოტური აშლილობები შიზოფრენიის სპექტრის აშლილობებთან არის გაერთიანებული და დამახასიათებელია ქვემოთ ჩამოთვლილი ხუთი მახასიათებლიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე: ბოდვა, ჰალუცინაცია, დეზორგანიზებული აზროვნება (მეტყველება), პათოლოგიური მოტორული ქცევა (მაგალითად, კატატონია) და ნეგატიური სიმპტომატიკა.

DSM -5-ში მოცემული კლასიფიკაციის მიხედვით, შიზოფრენიის სპექტრისა და ფსიქოტური აშლილობების სექციაში ისეთი აშლილობები ერთიანდება, როგორებიცაა: 

ა) შიზოტიპური პიროვნული აშლილობა - რომელიც პიროვნულ აშლილობას წარმოადგენს. მისთვის დამახასიათებელია სოციალური და ინტერპერსონალური დეფიციტი (მათ შორის, ახლო და ინტიმური ურთიერთობების პრობლემები), კოგნიტური და აღქმითი თავისებურებები, ექცენტრული ქცევები, პათოლოგიური რწმენები, აზრები და აღქმა, რომლებიც ფსიქოტური აშლილობის სადიაგნოსტირო ზღვარს ქვემოთ არის.

ბ) ხანმოკლე ფსიქოტური აშლილობა ერთ დღეზე ნაკლებს გრძელდება, ხოლო რემისიული პერიოდი ერთ თვემდე.

გ) შიზოფრენოფორმული აშლილობა ზუსტად იმავე სიმპტომებით ხასიათდება, რომლითაც შიზოფრენია, თუმცა განსხვავება ხანგრძლივობასა და ფუნქციონირების შენარჩუნების ხარისხში ვლინდება. შიზოფრენოფორმული აშლილობა 6 თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება და ინდივიდი გაციელბით მაღალფუნქციონირებადია, ვიდრე შიზოფრენიის შემთხვევაში.

დ) შიზოფრენია 6 თვეზე მეტ ხანს გრძელდება და მინიმუმ ერთთვიან აქტივობის ფაზაში მყოფ სიმპტომებს მოიცავს.

ე) სხვა სამედიცინო მდგომარეობებით გამოწვეული ფსიქოტური შლილობები, რომლებიც ნარკოტიკის ან მედიკამენტების მიღებით არის გამოწვეული, როგორც წესი, ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტის შემდეგ კლებულობს, რადგან ნივთიერებები ფიზიოლოგიურ დონეზე პროვოცირებენ ფსიქოტურ სიმპტომებს.

ვ) კატატონია რამდენიმე განსხვავებულ აშლილობაში გვხვდება, მათ შორის ნეიროგანვითარების, ფსიქოტურ, ბიპოლარულ და სხვა აშლილობებში.

ზ) სხვა სპეციფიკური და არასპეციფიკური ტიპის შიზოფრენიის სპექტრის და ფსიქოტური აშლილობები, რომლებიც ვერ ხვდება ზემოთ ჩამოთვლილი ვერც ერთი აშლილობის სიმპტომატიკაში. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

American Psychiatric Association. (2013) Diagnostic and Statistic Manual of Mental Disorders (5th. Edition). Washington; DC.

კატეგორია: 
ავტორები: