ფსიქოფიზიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Psychophysics

მეცნიერება ფიზიკური სტიმულაციისა და ფსიქოლოგიური შეგრძნებების შესატყვისობის შესახებ. ფსიქოფიზიკის ძირითადი ამოცანაა ფიზიკურ გამღიზიანებლებსა და ქცევას ან იმ ფსიქიკურ განცდებს შორის კავშირის შესწავლა, რომელსაც ეს სტიმული აღძრავს. ფსიქოფიზიკა ფსიქოლოგიური მეცნიერების უძველესი სფეროა.

ფსიქიკური მოვლენები, მეტწილად, გარემოს მოვლენების შედეგია. ჩვენ გვესმის მანქანების გუგუნის ხმა, ვხედავს იდეალურ წითელ ვარდს, თუმცა ამ ფიზიკური სიგნალების შეგრძნების ორგანოების მიერ ნერვულ იმპულსებად გარდაქმნა სრულად არ აისახება ჩვენი გამოცდილების ფსიქიკურ ბუნებაში. ფსიქოფიზიკა პასუხობს ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: რა შეიცვლება  ბგერის აღქმაში, თუ ბგერის ტალღის სიხშირეს შევცვლით? სინათლის რომელი ფიზიკური თვისებების ცვლილების შედეგად აღვიქვამთ წითლის ნაცვლად მწვანეს? ეს კითხვები, შესაძლოა, ტექნიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეთი კითხვები გადამწყვეტი ხდება, თუ გარემოში არსებულ ობიექტურ, ფიზიკურად განსაზღვრულ სტიმულსა და ჩვენი ცნობიერი გამოცდილების სუბიექტურ, ფსიქოლოგიურ სამყაროს შორის ურთიერთმიმართების გაგება გვსურს. სხვა სიტყვებით, თუ გვინდა გავიგოთ, რა მიმართება და კავშირია რეალურად არსებულ სამყაროსა და ჩვენ მიერ აღქმულ სამყაროს შორის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ფსიქოფიზიკის ისტორიაში გერმანელი ფიზიკოსი გუსტავ ფეხნერი (Gustav Fechner, 1801-1887) იყო. მან 1860 წელს განაცხადა, რომ გონებასა და სხეულს შორის კავშირის გამოვლენის გზას მიაგნო. ფეხნერმა გამოთქვა მოსზრება, რომ ლოგიკურად უნდა წავსულიყავით ფიზიკური სტიმულის სიდიდიდან მის ფსიქიკურ სიდიდემდე და ეს გონება-სხეულის პრობლემის ასახვა იქნებოდა. მან შემოიტანა ტერმინი ფსიქოფიზიკა და შექმნა მეთოდიკა, რომელიც ფიზიკურ ერთეულებში გაზომილი ფიზიკური გამღიზიანებლის ინტენსივობას ფსიქოლოგიურ ერთეულებში გაზომილი სენსორული განცდის სიდიდესთან აკავშირებდა. ფეხნერის ტექნიკა ერთნაირია ნებისმიერი მოდალობის სტიმულისთვის, იქნება ეს სინათლის, ბგერით, ყნოსვითი, გემოს თუ შეხებითი გამღიზიანებელის. მკვლევრები განსაზღვრავენ შეგრძნების აბსოლუტურ და სხვაობის ზღურბლებს და ქმნიან ფსიქოფიზიკურ სკალებს, რომლებიც შეგრძნების ინტენსივობას გამღიზიანებლის ინტენსივობასთან აკავშირებენ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Gleitman, H., Gross, J., & Reisberg, D. (2011). Psychology, 8th ed. W.W. Norton & Company, Inc. New York. 

კატეგორია: 
ავტორები: