Absolute Threshold
ფსიქოფიზიკაში სენსორული სტიმულის ყველაზე დაბალი ინტენსივობაა, რომელმაც შეიძლება, შეგრძნება გამოიწვიოს. ტიპური მაგალითია ადამიანის ბგერის ინტენსივობის აბსოლუტური ზღურბლი 1000 ჰერცზე. საწყისი განსაზღვრება, რომლის თანახმადაც აბსოლუტური ზღურბლი წარმოადგენდა გარკვეულ ზღვარს, რომლის ქვემოთაც შეუძლებელია რაიმეს შეგრძნება, სიგნალის შემჩნევის თეორიის განვითარების შედეგად უარყოფილ იქნა. ამჯერად, აბსოლუტური ზღურბლი განისაზღვრება, როგორც სენსორული სტიმულის ინტენსივობა, რომელიც შემთხვევათა ნახევარში ან ზოგიერთი წყაროს თანახმად, 75%-ში განაპირობებს სენსორული სტიმულის აღმოჩენას ანუ შეგრძნების აღმოცენებას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Colman, A. M. (2006) Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 3
კატეგორია: