ადგილის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Place Theory

სხვადასხვა სიხშირის ტონი ქმნის აქტივაციის მაქსიმუმს ძირითადი მემბრანის სხვადასხვა ადგილას, რის გამოც, ბგერის ტონის სიმაღლე შეიძლება კოდირებული იყოს იმ ადგილის მიხედით, რომლის აქტივაციაც მოხდა.

არსებობს ორი განსხვავებული თეორია, რომლებიც ხსნიან, როგორ ხდება სმენით სისტემაში ბგერითი ტალღის გარდაქმნა ბგერითი ტონის შეგრძნებად: ადგილის თეორია და სიხშირის თეორია.

ადგილის თეორია თავიდან ჰერმან ფონ ჰელმჰოლცმა (Herman von Helmholtz) შემოგვთავაზა 1800 წელს და შემდეგ გეორგ ფონ ბეკესიმ (Georg von Bekesy) მოახდინა მისი მოდიფიცირება, გადაამუშავა და გადაამოწმა. მან ამ კვლევისთვის 1961 წელს ნობელის პრემია მიიღო. ადგილის თეორია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ძირითადი მემბრანა მოძრაობს, როდესაც ბგერითი ტალღა შემოდის შიდა ყურში. სხვადასხვა სიხშირე ძირითადი მემბრანის გასწვრივ გარკვეული ადგილის ამოძრავებას იწვევს. მაღალი სიხშირის ტონები ყველაზე დიდ ტალღურ მოძრაობას იწვევენ ძირითადი მემბრანის მოპირდაპირე ბოლოში. ამრიგად, ადგილის თეორია ამტკიცებს, რომ ბგერითი ტონის სიმაღლის აღქმა დამოკიდებულია ძირითადი მემბრანის იმ გარკვეულ ადგილზე, რომელიც ყველაზე მეტად ღიზიანდება.

ადგილის თეორია მეტად წარმატებულად ხსნის ბგერითი ტონის სიმაღლის აღქმას 1000 ჰერცზე უფრო მაღალი სიხშირეებისთვის. 1000 ჰერცზე უფრო დაბალი სიხშირეებისთვის ძირითადი მემბრანა იმდენად ფართოდ ირჩევა, რომ მას არ შეუძლია სიგნალის განსხვავების უზრუნველყოფა ნერვული რეცეპტორებისთვის, რომელთათვისაც ძირითადი მემბრანის რხევა ბგერითი ტონის სიმაღლის განსხვავების საშუალებაა. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 2. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

კატეგორია: 
ავტორები: