ტონი წარმოქმნის იმ სიჩქარის რხევას ძირითად მემბრანაში, რომელიც ეკვივალენტურია მისი სიხშირისა, რის შედეგადაც ბგერითი ტონის სიმაღლე შეიძლება კოდირებულ იქნეს ნერვული რეაქციის სიხშირით.
არსებობს ორი განსხვავებული თეორია, რომელიც ხსნის, როგორ ხდება სმენით სისტემაში ბგერითი ტალღის გარდაქმნა ბგერითი ტონის შეგრძნებად: ადგილის თეორია და სიხშირის თეორია.
სიხშირის თეორია ბგერითი ტონის სიმაღლეს ძირითადი მემბრანის რხევის სისწრაფით ხსნის. ეს თეორია ვარაუდობს, რომ 100 ჰერცის სიხშირის ბგერითი ტალღა იწვევს ძირითადი მემბრანის რხევას 100-ჯერ წამში. სიხშირის თეორია, აგრეთვე, ამტკიცებს, რომ ძირითადი მემბრანის რხევები იწვევენ ნეირონების განმუხტვას იმავე სიჩქარით. ასე რომ, განმუხტვის სიჩქარე ბგერითი ტონის სიმაღლის ნერვული კოდის. ერთი პრობლემა, რომელიც ამ დროს ჩნდება, ისაა, რომ ინდივიდუალურ ნეირონებს არ შეუძლიათ მ სისწრაფით განმუხტვა, რომ მაღალი ბგერები წარმოიადგინონ, რადგან არც ერთ მათგანს არ შეუძლია იმაზე მეტი სიჩქარით განმუხტვა, ვიდრე 1000-ჯერ წამში. ამის გამო, ერთ ნეირონს არ შეუძლია 1000 ჰერცზე მეტი სიხშირის ბგერების განსხვავება, რასაც ჩენი სმენითი სისტემა საკმაოდ კარგად ახერხებს. ეს შეზღუდვა შეიძლება დაიძლიოს ე. წ. ზალპის პრინციპით.
აქვე უნდა ითქვას, რომ სიხშირის თეორია წარმატებით სარგებლობს მხოლოდ ბგერათა ტონის გარკვეული სიმაღლის შემთხვევაში. ითვლება, რომ ის კარგად ხსნის 5000 ჰერცზე უფრო დაბალი სიხშირეების კოდირებას. უფრო მაღალი სიხშირეებისათვის ნეირონებს არ შეუძლიათ ისე სწრაფად და ზუსტად განმუხტვა, რომ ადეკვატურად მოახერხონ სიგნალის კოდირება, ზალპშიც კი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.