ბუნება-აღზრდის დაპირისპირება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Nature–Nurture Controversy

ბუნება-აღზრდის დაპირისპირება ეწოდება სამეცნიერო წრეებში არსებულ კამათს იმის შესახებ, რამდენად და რა ფარდობითობით განსაზღვრავს თანდაყოლილი (ბუნება) ფაქტორები და შეძენილი (აღზრდა) გამოცდილება ინდივიდის ქცევასა და განვითარებას.

ორივე პოზიცია უკიდურესი რადიკალიზმით გამოირჩევა და ამტკიცებს, რომ განვითარების ისეთი შედეგები, როგორებიცაა პიროვნება, ინტელექტი, ფიზიკური შესახედაობა, უნარები და ა.შ. დიდწილად ან მხოლოდ გენეტიკური ფაქტორებით (გენები) არის გამოწვეული, ან მხოლოდ გარემოსთან ინტერაქციის შედეგად ხდება დასწავლა.

აღზრდის მნიშვნელოვნებას ხაზი პირველად ჯონ ლოკმა გაუსვა. სწორედ ლოკს ეკუთვნის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადამიანი „სუფთა დაფის“ ( tabula rasa) სახით ევლინება ქვეყანას, ყოველგვარი გამოცდილების, ცოდნისა და შესაძლებლობების გარეშე. განვითარების პროცესში კი გარემო ფაქტორები და გამოცდილება აყალიბებს  და წარუშლელ კვალს ტოვებს მასზე.

იმ მეცნიერებს, რომლებიც ლოკის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებენ და ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში ბუნების როლს მთლიანად უარყოფენ, ემპირისტებს უწოდებენ.

ემპირისტებისაგან სრულიად საწინააღმდეგო პოზიციაზე დგანან ნატივისტები. ნატივისტები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ქცევას და განვითარებას ბუნება, გენეტიკა და ევოლუციური მემკვიდრეობა განსაზღვრავს.

დღესღეობით მეცნიერები ნაკლებად იზიარებენ ცალსახა, რადიკალურ პოზიციას ბუნება-აღზრდის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ადამიანის ქცევა ზედმეტად მრავალფეროვანია და შეუძლებელია მისი მხოლოდ ერთი, რომელიმე ფაქტორით ახსნა.

ამჟამად, ფსიქოლოგთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ გენებთან ერთად გარემო ფაქტორებიც იღებენ მონაწილეობას ინდივიდის განვითარებაში. ქცევითი გენეტიკის წარმომადგენლები ცდილობენ ემპირიულად გაზომონ და გაარკვიონ, კონკრეტულად რომელ ფაქტორს რა გავლენა აქვს ჩამოყალიბების და განვითარების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ ქცევითი გენეტიკის წარმომადგენლები უფრო დიდ მნიშვნელობას გენეტიკურ ფაქტორებს ანიჭებენ, მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს  სტატისტიკური ხარვეზებიც აქვს, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, მათ მიერ არჩეული  კვლევის მეთოდოლოგიით  მიღებული შედეგები და აღმოჩენები მთლიან  პოპულაციაზე განვაზოგადოთ.

შესაბამისად, ყველაზე ლოგიკური იქნება, თუკი ნებისმიერ რთულ ქცევას ბიოლოგიური მეკვიდრეობისა და პირადი გამოცდილების ურთიერთქმედებით განპირობებული მოვლენად განვიხილავთ. შეიძლება, ითქვას, რომ ბუნება და მემკვიდრეობითობა ადამიანს პოტენციალით უზრუნველყოფს, ხოლო გამოცდილება ამ პოტენციალის განვითარების მიმართულებას განაპირობებს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: