ერი - სახელმწიფო

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Nation State

მთავარი პოლიტიკური ერთობა თანამედროვე მსოფლიოში და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი აქტორი. მიუხედავად მისი წამყვანი მნიშვნელობისა, ე.-ს შედარებით ახალი ფენომენია. მისი ისტორია იწყება ევროპაში  XVII XVIII ს-დან და მანამდე არსებული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით (სადაც ძირითად ფორმას ქალაქი-სახელმწიფოები, რელიგიური თუ დინდასტიური სამფლობელოები წარმოადგენდნენ), სახელმწიფოს საფუძვლად და შემაკავშირებელ ერთობად ერი წარმოჩინდა. ზოგიერთი მოსაზრებით, ევროპაში ე.-ს-ების ფორმირების პროცესი ვესტფალიის ზავის (1648) შემდეგ იწყება და მას სხვადასხვა პროცესებმა, მათ შორის სამეფო ხელისუფლებების ცენტრალიზაციამ, შემდგომ კი რევოლუციებმა შეუწყო ხელი. ე.-ს-ს ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდა, როცა ეთნოკულტურული ერთობები ერებად ჩამოყალიბდნენ და ერთიან პოლიტიკურ ერთობად ყოფნის აუცილებლობა გააცნობიერეს. ე.-ს-ს მნიშვნელობისათვის განმსაზღვრელი აზრი აქვს ორი ტერმინის, ერისა და სახელმწიფოს შეკავშირებას. როგორც წესი, ე.-ს-ს ცნებაში იგულისხმება ის, რომ ასეთი სახელმწიფოს ყველა მოქალაქე, მუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, ერთი ერის წარმომადგენელია. მაგ., ფრანგი ერი გულისხმობს საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, ასევე ამერიკელი ერი აშშ-ის მოქალაქეების ერთობლიობაა და ა.შ. ამდენად, ცნება „ფრანგი“ განსხვავდება „ეთნიკური ფრანგისაგან“, რადგან პირველი გულისხმობს საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, მეორე კი მხოლოდ ეთნიკურ ფრანგებს. ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ე.-ს-ს ტიპს განეკუთვნება, მაშინ როდესაც, მაგალითისთვის, აფრიკაში ე.-ს იშვიათობას წარმოადგენს. ე.-ს-ს მნიშვნელობა და როლი ჯერ შეუმჩნეველ, მაგრამ პროგრესირებად დაკნინებას იწყებს XIX ს-დან ტრანსნაციონალური ეკონომიკური და სხვადახვა სახის პოლიტიკური გაერთიანებების,  XX ს-ის მიწურულიდან კი გლობალიზმის გაძლიერების კვალად, თუმცა გლობალიზაციის პროცესი გარდაუვლად არ გულისხმობს ე.-ს-ს მოსპობას, რადგან ჯერჯერობით ერთადერთი პასუხისმგებელი ინსტიტუტები, რომელთა დახმარებითაც გლობალისტურ ორგანიზაციებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი ინტერესები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ისევ ე.-ს-ების პოლიტიკური ინსტიტუტებია.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: