ერი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Nation

ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული, მყარი ერთიანობა საერთო ტერიტორიით, ენით, ეკონომიკური თანაცხოვრებითა და კულტურულ-ფსიქოლოგიური (ნაციონალური ხასიათი, თვითცნობიერება, ინტერესები და ყოფა) ნიშნებით. ერის წარმოშობის ეკონომიკურ საფუძვლად იქცა ფეოდალური დაქუცმაცებულობის ლიკვიდაცია, ქვეყნის შიგნით ცალკეულ ნაწილებს შორის ეკონომიკურ კავშირთა განმტკიცება, ადგილობრივი ბაზრების ერთიან, საერთო-ნაციონალურ ბაზრად გაერთიანება. პირველი ევროპული ერები ფორმირდებოდა ცენტრალიზებული სახელმწოფოების საზღვრებში ერთი ან რამდენიმე ეთნიკურად ახლო მდგარი ხალხების ბაზაზე, მაგ., საფრანგეთში -ჩრდილო ფრანგებისა და პროვანსალებისაგან. ევროპის აღმოსავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთში ერების ფორმირება დაიწყო პოლიეთნიკური სახელმწიფოების შიგნით (ავსტრია-უნგრეთი, თურქეთი, რუსეთი); ამერიკის ქვეყნებში ერები ფორმირდებოდა ევროპიდან გადასახლებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისაგან, რომლებიც შეერივნენ ერთმანეთს და აგრეთვე ინდიელებსა და ზანგებს. ამ ერების ძირითადი ენა, ჩვეულებრივ, ხდებოდა მეტროპოლიის ენა (ესპანეთი, პორტუგალია, ინგლისი და სხვ.), ხოლო მათი ფორმირების ჩარჩოები იყო აღმოცენებული სახელმწიფოების საზღვრები. მ.ვებერის მიხედვით ე. გრძნობების ერთობლიობაა, რომლისთვისაც აუცილებელია სახელმწიფოებრიობა საკუთარი მთლიანობისა და ინტერესების დასაცავად. თანამედროვე თეორიებში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ერის ეთნიკურ ნიშნებზე, მის თვითცნობიერებაზე. ინგლისურ და ფრანგულ ენებში სიტყვა ერს ( the nation, la nation) უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეთნიკური. თვით ქართულ და რუსულ ენებშიც კი, სადაც ეს სიტყვა ძირითადად ეთნიკურ შინაარსისაა, გვხდება კონტექსტები, რომლებშიც ერი სწორედ სახელმწიფოს მნიშვნელობით გამოიყენება (მაგ., გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ეროვნული ვალუტა და სხვა). (იხ. აგრ. ერი-სახელმწიფო, ნაციონალიზმი, ეროვნული თვითგამორკვევა, ეროვნული ინტერესები).

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: