ეროვნული თვითგამორკვევა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
National Self Determination

ეთნიკურ ჯგუფის (რომელიც თავს განსაკუთრებულ, გამორჩეულ ერთობად აღიქვამს) უფლება ან მისწრაფება, თვითონ მართოს საკუთარი თავი და განსაზღვროს იმ ტერიტორიის პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც უკავია. პოლიტიკური მნიშვნელობით იგი გამოხატავს პროცესსაც და იდეასაც. ეროვნული თვითგამორკვევა მჭიდროდ უკავშირდება ნაციონალიზმსა და ლიბერალიზმს და შეიძლება განვიხილოთ როგორც სახელმწიფოსა და ერს შორის ურთიერთდამოკიდებულების თეორია. ზოგადი აზრით, ეს არის ხალხის უფლება, თვითონ განსაზღვროს საკუთარი ბედი. თვითგამორკვევის იდეა ფიგურირებდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანთა უფლებების დეკლარაციაში. ამ იდეას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ვუდრო იულსონის ცნობილ 14 პუნქტში, გაეროს წესდებასა და 1960 წლის დეკლარაციაში კოლონიური ქვეყნებისა და სახლხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭენის შესახებ. როგორც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, ეროვნული თვითგამორკვევა აღიარებს ყველა ხალხის უფლებას, თვითონვე განსაზღვროს თავისი პოლიტიკური და იურიდიული სტატუსი. ამასთანავე წინააღმდეგობა იქმნება საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპებთან (სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპები). ამ წინააღმდეგობამ არაერთი ეთნიკური კონფლიქტი გამოიწვია და დღესაც მსოფლიო დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. საკითხი - თუ ვინ არის ხალხი, რომელსაც აქვს თვითგამორკვევის უფლება და რამდენად სამართლიანია ამ მიზნის მისაღწევად აჯანყების, რევოლუციისა თუ სეცესიის გზა, ჯერჯერობით ღიად რჩება.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: