პოლიტიკური სისტემა, რომლის დროსაც არსებობს ისეთი პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის საშუალებით ზეგავლენას იქონიებს მთავრობისა და, შესაბამისად, პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. მ.ს-ები არსებობს იმ ქვეყნებშიც, სადაც საარჩევნო ბატალიებში ჩვეულებრივ მხოლოდ ორი პარტია ფიგურირებს ხოლმე (მაგალითად, შეერთებულ შტატებში, კანადაში). ის ფაქტი, რომ ასეთ ქვეყნებში ხელისუფლებისათვის პრაქტიკულად ორი პარტია იბრძვის, განპირობებულია შესაბამისი ქვეყნების ტრადიციით ან საარჩევნო სისტემების სპეციფიკით. ქვეყანაში მ.ს-ის არსებობა სამართლიანად მიიჩნევა დემოკრატიის, პოლიტიკური პლურალიზმის გამოხატულებად, რისი მაგალითიცაა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი