Elections
გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ან ორგანიზაციის წარმომადგენლად რომელიმე პირის დასახელება. ა-ის ინსტიტუტი წარმომადგენლობითი ხელისუფლების აუცილებელი შემადგენელი ელემენტია და ფუნქციონირებს ყველა თანამედროვე არაპირდაპირ დემოკრატიაში. ა-ით ხორციელდება მოქალაქეთა მმართველობითი უფლებების დელეგირება კონკრეტული პირების, დელეგატებისადმი. ავტორიტარულ რეჟიმებშიც შეიძლება გაიმართოს ა., მაგრამ ამ დროს ან მხოლოდ ერთი კანდიდატია ასაჩევი (როგორც, მაგ., ყოფილ საბჭოთა პრაქტიკაში), ან საარჩევნო სისტემაში გამეფებული კორუფცია ყოველგვარ აზრს უკარგავს არჩევნებს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: