გულისხმობს პოლიტიკური ჯგუფის, ორგანიზაციის ან სახელწიფოს მიერ ამა თუ იმ პირის ან პირთა ჯგუფის ნდობით, უფლებებითა და ვალდებულებებით აღჭურვას გარკვეული სამუშაოს განსახორციელებლად. პირი, რომელსაც მეორე პირი, პირთა ჯგუფი ან ორგანიზაცია ანიჭებს უფლებას, იმოქმედოს მისი სახელით, იწოდება დელეგატად ან უბრალოდ წარმომადგენლად. დელეგატსა და ნდობით აღმჭურველთა შორის ურთიერთობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: დელეგატი წარიგზავნოს შეხვედრაზე მხოლოდ როგორც დამკვირვებელი, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლების გარეშე, ან პირიქით, დელეგატს შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს ასეთი უფლება. ყველა შემთხვევაში დელეგირება ყოველთვის გულისხმობს ამა თუ იმ პირის აღჭურვას უფლებამოსილებით, მის ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ამომრჩეველთა წინაშე.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი