პლურალიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Pluralism

ცხოვრების იდეური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობის ძირითადი პრინციპი, რომლის ფარგლებშიც დაშვებული, უზრუნველყოფილი და აღიარებულია სხვადასხვა იდეური, სოციალური და პოლიტიკური მიმდინარეობების მრავლობითობა. იგი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიულობისა და ჰუმანურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. პ. კეთილისმყოფელ ატმოსფეროს ქმნის ინოვაციებისა და საზოგადოების ღიაობისათვის, ხელს უშლის სტაგნაციას, სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურების არაეფქეტურ ფუნქციონირებასა და განვითარებას, აძლიერბს თვითკონტროლსა და თვითრეგულირებას, შესაბამისად, ხელს უწყობს სოციალური და პილიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.პ. საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი პარადიგმული მიდგომაა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის არსებით მოქმედ პირებად სახელმწიფოსთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ტრანსნაციონალურ კორპორაციებსაც აღიარებს. პ.-ის მიმდევრების აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციული სკოლა, რეალიზმი, ჩამოყალიბდა იმ ეპოქაში, როდესაც საზოგადოებებს შორის არსებული ურთიერთკავშირი სუსტი იყო და ძირითადად სახელმწიფოთაშორის კავშირებზე დაიყვანებოდა. პლურალისტები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური ურთერთდამოკიდებულების გაღრმავებამ საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოების როლი შეამცირა. პლურალისტები რეალისტებზე მეტ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო თანამშრომლობის შესწავლას, რადგან მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთდამოკიდებულება საერთაშორისო თანამშრომლობის უფრო ფართო შესაძლებლობებს აჩენს. პლურალისტების თვალსაზრისს აძლიერებს ისეთი გლობალური პრობლემების გაჩენა, როგორიცაა ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და გარემოს დაბინძურება, რომელთა გადაწყვეტა რეალისტების სახელმწიფოცენტრული მიდგომით შეუძლებელი ჩანს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: