მიმდინარეობა ხელოვნებაში, კულტურასა და არქიტექტურაში, რომელიც აღიარებს განმანათლებლობის ეპოქის შეხედულებებს პროგრესის შესახებ და რომელიც განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ფორმის ფუნქციონალობაზე. მ. გარკვეულად ეწინააღმდეგება კულტურის პოსტმოდერნისტულ ფორმებს. (იხ. პოსტმოდერნიზმი, პოსტმოდერნისტული სოციოლოგია). მ-ისათვის დამახასიათებელი თავისებურებებია: აქტიურობა, დინამიზმი, ენთუზიაზმი, მოძრაობის წყურვილი, შეურიგებლობა (ბრძოლა ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ), მერყეობისა და დაეჭვების გარეშე ტრადიციული ბარიერების გადალახვა, საყოველთაოდ მიღებული ღირებულებების ათვალწუნება და იგნორირება, ახალგაზრდობისა და სიახლის კულტი, მომავლისადმი სწრაფვა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი