ცნება სოციალურ მეცნიერებებში შემოვიდა არქიტექტურიდან, იგი შემოიტანა ამერიკელმა არქიტექტურის თეორეტიკოსმა ჯენქსმა 1976 წელს; მიმდინარეობა სოციოლოგიაში, ასევე სხვა მეცნიერებებში. პ-ის თანახმად, თანამედროვე საზოგადოებაში გარკვეულობის ყველა ელემენტი დარღვეულია და საეჭვოდაა მიჩნეული, მასში ადამიანების ცხოვრების პირობები გლობალური და ფრაგმენტული საზოგადოების ხასიათს იღებს და არ არსებობს შეფასების აბსოლუტური წესები და კრიტერიუმები. პ-ის სამი წამყვანი თემაა:1 „მეტანარატივების“ კრიტიკა და უნივერსალური ცოდნის პრობლემურობა;2. ობიექტური ჭეშმარიტების არარსებობა და ორი განსხვავებული სიბრტყის - რეალობის და აზროვნების თანხვედრის პრობლემურობა;3. ცნებებისა და საგნების იდენტურობის ფიქსაციის პრობლემა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი