ინდუსტრიული სოციოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Industrial Sociology

გამოყენებითი სოციოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ტექნოლოგიის განვითარების შედეგებს სოციალურ სამყაროში და წარმოების პროცესში წარმოქმნილი სოციალური ურთიერთობების ბუნებას. ი.ს-ის პირველი ნაკადის ინტერესის სფეროშია ინდუსტრიალიზაციის ზეგავლენით სოციალური ურთიერთობების სისტემაში განხორციელებული ცვლილების ანალიზი. თუმცა, მეორე ნაკადში, რომელიც წარმოების პროცესში ორგანიზაციული ურთიერთობების შესწავლაზეა ორიენტირებული, ძირითადი სოციოლოგიური პარადიგმების ფარგლებში უფრო მეტი ემპირიული კვლევაა კონცენტრირებული. ორგანიზაციული ურთიერთობების ანალიზი მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ტეილორიზმს, მ. ვებერის ბიუროკრატიის თეორიას, ე.წ. ადამიანური რესურსების თეორიას (ე. მეიო, დ. მაკგრეგორი), სტრუქტურალიზმსა (ტ. ბერნსი, გ. სტალკერი) და სისტემურ თეორიას (ლ. ბერტალანფი, ჯ. გელბრაიტი). წარმოების პროცესის სოციოლოგიური ანალიზი გულისხმობს შრომის პროცესის მოტივაციური ცვლადების, ორგანიზაციაში ინსტიტუციონალიზებული და ლატენტური როლური სტრუქტურების, ორგანიზაციაში ძალაუფლებასთან დაკავშირებული ცვლადების, ორგანიზაციული კულტურისა და ორგანიზაციული სიმბოლიზმის კვლევას. ამგვარის კვლევების საბოლოო მიზანია წარმოების პროცესის მართვის ოპტიმიზაციასთან (მენეჯმენტი) დაკავშირებული მოდელების შემუშავება. XX ს-ის 80-იანი წლებიდან სულ უფრო პოპულარული ხდება მიდგომა, რომელიც უარს ამბობს ორგანიზაციის როგორც იზოლირებული ერთეულის შესწავლაზე; განიხილავს ორგანიზაციას, როგორც ღია სისტემას და ანალიზის დროს მხედველობაში იღებს იმ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტს, რომელშიც ორგანიზაცია ფუნქციონირებს. განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მოექცა აგრეთვე, შრომის ბაზრების, შრომის კულტურისა და დინამიკის კვლევა ეთნიკურ, რასობრივ და გენდერულ ცვლადებთან მიმართებაში, უმუშევრობის სოციალური და სოციალურ-ფსიქოლოგიური შედეგების ანალიზი და ა.შ. ორგანიზაციის კვლევის სფეროს ამგვარი გაფართოება იწვევს ი.ს-ის ორი ნაკადის კონვერგენციას. (იხ. აგრ. მართვის სოციოლოგია (მენეჯმენტი, ინდუსტრიული სოციოლოგია)).

კატეგორია: 
ავტორები: