გინოცენტრიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Gynocentrism

გინოცენტრული ფემინიზმი ქალის ჩაგვრას განიხილავს, როგორც ქალის გამოცდილების რეპრესირებასა და გაუფასურებას მასკულინისტურ კულტურაში, რომელიც ძალადობითა და ინდივიდუალიზმით საზრდოობს. გინოცენტრიზმისთვის უმაღლეს საფეხურზე დგას ღირებულებები, რომლებიც ავთენტიკურ ქალურ გამოცდილებას უკავშირდება. იგი უარყოფს ღირებულებებს, რომლებიც კაცების მიერ დომინირებულ ინსტიტუტებთან ასოცირდება. გინოცენტრული ფემინიზი ჩამოყალიბდა, როგორც ალტერნატივა ჰუმანისტური ფემინიზმისა, რომელიც ქალის ჩაგვრას უკავშირებს ქალის ზოგადადამიანური პოტენციალის ჩახშობას საზოგადოებაში, რომელიც მხოლოდ კაცის პიროვნულ ზრდას, თვითგანვითარებას უწყობს ხელს.

აირის იანგის აზრით, გინოცენტრული ფემინიზმი სათანადოდ არ იკვლევს ქალების განვითარების შემაფერხებელ ბარიერებსა და ფაქტორებს, რომელთა გამოც ქალები გამოირიცხებიან ძალაუფლების, პრესტიჟისა და კრეატიულობის სფეროებიდან. სანაცვლოდ, ის ყურადღებას ამახვილებს მასკულინური ღირებულებების კრიტიკასა და ქალური გამოცდილებების ვალორიზებაზე. ამ მიდგომის მიხედვით, ქალის რეპროდუქციული პროცესები უფრო ღირებულია, რადგან გვაახლოებს ბუნებასთან; ქალები უფრო კომპეტენტურები არიან თანამშრომლობასა და ზრუნვაში. ფემინურობა არ არის პრობლემური გინოცენტრიზმისთვის, ის არ არის ქალების ჩაგვრის მიზეზი, პირიქით, ის ჩვენი გადარჩენის წყაროა. ჩაგვრა გინოცენტრიზმისთვის არის ქალის ბუნებისა და ბუნებრიობის რეპრესირება პატრიარქალური კულტურის მიერ, პატრიარქატი ბოროტებაა, რადგან პლანეტისა და კაცობრიობის გადარჩენას უქმნის საფრთხეს.

იხილეთ, აგრეთვე: ვუმენიზმი, განსხვავების ფემინიზმი, რადიკალური ფემინიზმი, კულტურ-ფემინიზმი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Iris Young, "Humanism, Gynocentrism and Feminist Politics," in Throwing Like a Girl: And Other Essays in Feminist Philosophy and Social Theory (Indiana University Press, 1990).

კატეგორია: 
ავტორები: