ეთნიკური ნაციონალიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Ethnic Nationalism

ნაციონალიზმის ერთ–ერთი ძირითადი სახეობა ლიბერალურ ანუ სამოქალაქო (სახელმწიფო) ნაციონალიზმთან ერთად. ე.ნ. (ეთნონაციონალიზმი) არის ეთნოსის ნაციონალიზმი, რომელიც ძირითად ღირებულებად აღიარებს ერს (მისი ეთნიკური მნიშვნელობით) და მისდამი ერთგულებას და მისი ინტერესებისთვის ბრძოლას მიიჩნევს დომინანტურად სხვა ღირებულებებთან (სახელმწიფო, ერი – პოლიტიკური მნიშვნელობით, კაცობრიობა, პიროვნება) შედარებით. ე.ნ. ერს განსაზღვრავს, როგორც საერთო წინაპრებისა და საერთო წარმოშობის ადამიანთა ერთობას („სისხლის ერთობა“). ამ ტიპის ნაციონალიზმის მიხედვით, ვერავინ მოხვდება ამა თუ იმ ერის შემადგენლობაში მისი ენის, კულტურისა და ტრადიციების შეთვისების გზით, თუ იგი სისხლითა და წარმოშობით სხვა ერს მიეკუთვნება – ანუ გერმანელად, ლიტველად თუ ქართველად უნდა დაიბადო. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი არ შეიძლება სრულუფლებიანი მოქალაქე იყოს, მაგრამ ერის შემადგენელ ნაწილად იგი ვერ იქცევა. ე.ნ., თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ხაზს უსვამს საკუთარი ერის განსაკუთრებულობას, რაც ზოგჯერ უკიდურეს ფორმას იღებს და შოვინიზმისა და ნაციზმის სახით ვლინდება. XX ს–ის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიამ ე.ნ–ის არაერთი გამოვლინება იცის. ზოგიერთმა მათგანმა სისხლიანი სახე მიიღო (ბოსნია, კოსოვო, მთიანი ყარაბახი, აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი, რუანდა, შრი–ლანკა და სხვ.) (იხ. აგრ. ნაციონალიზმი).

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: