ენდოკრინული სისტემა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Endocrine System

ენდოკრინული სისტემა ჯირკვლების ერთობლიობაა, რომლებიც გამოიმუშავებენ და სისხლში გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებებს — ჰორმონებს. ჰორმონები ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე მოქმედებენ ან სისხლით გადაიტანებიან კონკრეტულ სამიზნე ორგანოებსა და დაშორებულ ქსოვილებზე ზემოქმედებისთვის. ენდოკრინული სისტემის დაავადებები ჰორმონების მოჭარბებული ან არასაკმარისი სეკრეციის ან სამიზნე ორგანოებისა თუ ქსოვილების ჰორმონებზე ეფექტურად რეაგირების უუნარობის შედეგი შეიძლება იყოს.

ჰორმონები ძლიერ გავლენას ახდენენ ორგანიზმის ყოველდღიურ ცხოველქმედებაზე, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის გარკვეულ პერიოდებში და ზოგიერთ განსაკუთრებული სიტუაციის დროს. ჰორმონები გავლენას ახდენენ სხეულის ზრდაზე; განსაზღვრავენ და ხელს უწყობენ პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას; გავლენას ახდენენ სიფხიზლესა და ყურადღებაზე; წარმოადგენენ გუნება-განწყობილებისა და ხასიათის შეცვლის საფუძველს; არეგულირებენ მეტაბოლიზმს და სხეულის ენერგეტიკულ დანახარჯებს. ენდოკრინული სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის გადარჩენას, ეხმარება რა მას ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ხელს უწყობს სახეობების გადარჩენას მათი სექსუალური აგზნების რეგულირების, რეპროდუქციული უჯრედების წარმოქმნის, მეძუძურ დედებში რძის გამომუშავებით. ასე რომ, ეფექტური ენდოკრინული სისტემის გარეშე, შეუძლებელია ადამიანის გადარჩენა.

ენდოკრინული ჯირკვლები სისხლში ქიმიური ნივთიერებების დონეზე რეაგირებენ ან მათი სტიმულირება სხვა ჰორმონებისა თუ თავის ტვინიდან მომავალი ნერვული იმპულსების მიერ ხდება. ამის შედეგად ჰორმონები სისხლში გამოიყოფა და მოშორებული სამიზნე უჯრედებისკენ გადაადგილდება, რომელთაც სპეციფიკური რეცეპტორები აქვთ. ჰორმონები ქიმიური რეგულაციის პროგრამით გათვალისწინებულ ზემოქმედებას მხოლოდ სხეულის გენეტიკურად განსაზღვრულ ადგილებში ავლენენ, თუმცა სპეციფიკურ ორგანოებსა თუ ქსოვილებზე გავლენით უამრავ ბიოქიმიურ პროცესს არეგულირებენ. ეს მრავალმხრივი საკომუნიკაციო სისტემა ორგანიზმში ნელა, მუდმივად მიმდინარე პროცესებს აკონტროლებს, როგორიცაა სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, კალციუმის შემცველობა, ნახშირწყლების მეტაბოლიზმი და სხეულის ზრდა.

ენდოკრინულ სისტემაზე საუბრისას აუცილებლად გამორჩეულად უნდა იქნეს განხილული ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის როლი ენდოკრინული სისტემის და მთლიანად ორგანიზმის ფუნქციონირებაში.

ენდოკრინულ სისტემაში შემავალი ძირითადი ჯირკვლები და მათ მიერ შესრულებული ფუნქციები აღწერილია ცხრილში.

 

 

                                                                

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Human endocrine system http://www.britannica.com/EBchecked/topic/186893/human-endocrine-system (6.08.2014)

კატეგორია: 
ავტორები: