განვითარების ფსიქოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Developmental Psychology

ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური პროცესების ურთიერთქმედებას და განვითარების სტადიებს მთელი ცხოვრების მანძილზე განვითარების პოზიციიდან.

განვითარების ფსიქოლოგების ამოცანაა, გაარკვიონ, როგორ და რატომ იცვლება ორგანიზმები დროის განმავლობაში და აღწერონ და ახსნან ეს ცვლილებები. მკვლევრები სწავლობენ დროის პერიოდებს, რომელთა განმავლობაშიც პირველად იჩენს თავს სხვადასხვა უნარი და ფუნქცია და აკვირდებიან, როგორ იცვლება ეს უნარები დროთა განმავლობაში. ძირითადი წინაპირობაა ის, რომ ადამიანის ფსიქიკური ფუნქციონირება, სოციალური ურთიერთობები და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ასპექტები მთელი ცხოვრების მანძილზე ვითარდება და იცვლება. განვითარების ფსიქოლოგიას აინტერესებს ადამიანის განვითარების ისეთი ასპექტები, როგორებიცაა ემოციური, მორალური, კოგნიტური, სოციალური განვითარება და განვითარების ასაკობრივი თავისებურებები.

განვითარების ფსიქოლოგია, როგორც დისციპლინა, მეცნიერული ფსიქოლოგიის ფორმირების შემდეგ მალევე განვითარდა XIX საუკუნის ბოლოს. მისი განვითარების წინაპირობები მნიშვენლოვნად განსხვავდებოდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის წინაპირობებისგან. თავდაპირველად მას, უპირატესად, ბავშვისა და მოზარდის განვითარება აინტერესებდა. მოგვიანებით მოზრდილობის პერიოდითა და დაბერების პროცესითაც დაინტერესდა. განვითარების ფსიქოლოგია დასაწყისში კორელაციური მეცნიერება იყო, ექსპერიმენტირების ნაცვლად, დაკვირვებაზე ფოკუსირდებოდა და, აქედან გამომდინარე, ნამდვილად განსხვავდებოდა ტრადიციული ფსიქოლოგიისგან.

მიჩნეულია, რომ დასავლეთში განვითარების შესახებ მსჯელობა ჯონ ლოკიდან და ჟან-ჟაკ რუსოდან იწყება. ლოკი თანამედროვე დასწავლის თეორიის ფუძემდებლად ითვლება, რუსის რუსო/კი კლასიკური განვითარების ფსიქოლოგიის ფუძემდებლად არის მიჩნეული.

განვითარების აღწერა და ახსნა

ცვლილების აღსაწერად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რას წარმოადგენს და როგორ გამოიყურება საშუალო ადამიანი გარკვეულ ასაკში გარეგნობის, გონებრივი შესაძლებლობებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. კონკრეუტლი ასაკის ან განვითარების კონრეტული ეტაპის მახასიათებლების აღსაწერად ნორმატიული კვლევები გამოიყენება. ამ დროს სხვადასხვა ასაკის ინდივიდების სისტემატური ტესტირებით მკვლევრები ადგენენ განვითარების გამოკვეთილ თვისებებს. ბევ ადამიანზე დაკვირვების შედეგად დგინდება ნორმები, რომლებსაც შეადარებენ ნებისმიერი სხვა ადამიანის მიერ ნაჩვენებ შედეგს.

ასაკის მატებასთან დაკავშირებულ ცვლილებათა შესაძლო მექანიზმის გასაგებად, განვითარების ფსიქოლოგები კვლევის რამდენიმე მოდელს იყენებენ, ესენია დროში განმეორებითი, ანუ ლონგიტუდური კვლევა და ჯვარედინი შესწავლის მეთოდი.

განვითარების თეორიებს შორის ყველაზე მკვეთრი განსვლა ბავშვობაში მიმდინარე ცვლილებებს უკავშირდება. საკითხი ისაა, როგორ სჯობს ახალშობილსა და, ვთქვათ, 10 წლის ბავშვს შორის არსებული მკვეთრი სიღრმისეული განსხვავებების ახსნა; რამდენად არის ასეთი განვითარება განპირობებული მემკვიდრეობით (ბუნებით) და რამდენად — დასწავლის შედეგით (გარემო)? აქ ბუნება-აღზრდის დაპირისპირების საკითხი დგება, რომლის ფარგლებშიც ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები და პედაგოგები დიდი ხანია კამათობენ მემკვიდრეობითობისა და დასწავლის ფარდობით მნიშვენლოვნებაზე.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. III.

კატეგორია: 
ავტორები: