ჯვარედინი შესწავლის მეთოდი ანუ კროსსექციური დიზაინი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cross-sectional Design

კროსსექციური ანუ ჯვარედინი შესწავლის დიზაინი კვლევის მეთოდია, როდესაც სხვადასხვა ქრონოლოგიური ასაკის მონაწილეთა ჯგუფებს დროის მოცემულ მომენტში აკვირდებიან და ადარებენ ერთმანეთს.

კროსსექციური ანუ ჯვარედინია კვლევის დიზაინი, რომელიც დროის კონკრეტულ მოცემულ მომენტში პოპულაციის ერთჯერად „კადრს“ გვაძლევს. ერთჯერადი კვლევის მაგალითია ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა, როდესაც სხვადასხვა ასაკის, საქმიანობის, განათლებისა და შემოსავლის მქონე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ინდივიდებისგან შემდგარი პოპულაციის რეპრეზენტაციული შერჩევა ერთდროულად, ერთჯერადად გამოიკითხება. ერთჯერადი კვლევის ერთი „კადრი“ მკვლევარს რეტროსპექტული ან პროსპექტული კვლევისთვის აძლევს მონაცემებს.

ჯვარედინი შესწავლის ანუ კროსსექციურ კვლევას პოპულაციიდან ერთდორულად აღებული პარალელური ჯგუფების (მაგალითად, ასაკობრივი ჯგუფების) დროში განმეორებადი, ანუ ლონგიტუდური კვლევისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანიც შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, დროის ერთ მომენტით 5, 7, 9 და 11 წლის ბავშვების არჩევას დროში განმეორებადი კვლევის ზოგიერთი მახასიათებელი ექნება და ასაკობრივ ჯგუფებში განვითარებისთვის თვალის გადევნება იქნება შესაძლებელი, თუმცა, ცხადია, ამას ვერ ექნება ისეთივე წონა, როგორიც დროთა განმავლობაში იმავე ასაკობრივ ჯგუფზე ჩატარებულ ლონგიტუდურ კვლევას. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Cohen, L., Manion, L., Morrison, K. (2007). Research Methods in Education. London, New York: Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: