კრისტალიზებული ინტელექტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cristalazed Intelligence

ინტელექტის კომპონენტი, რომელშიც შედის პიროვნების მიერ შეძენილი ცოდნა და ამ ცოდნის გაზრდა-გამოყენების უნარი; იზომება ლექსიკური მარაგის, არითმეტიკული და ზოგადი ინფორმირებულობის ტესტებით.

1841 წელს რაიმონდ კეტელმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც წარმოადგინა ინტელექტის მისეული თეორია, რომელსაც ფლუიდური და კრისტალიზებული ზოგადი უნარის თეორია უწოდა. თითქმის 20 წლის შემდეგ, 1963 წელს მან ემპირიულად, ფაქტორული ანალიზის მოწინავე ტექნიკის გამოყენებით აჩვენა, რომ ზოგადი ინტლექტი შეიძლება ორ, შედარებით დამოუკიდებელ კომპონენტად —კრისტალიზებულ და ფლუიდურ ინტელექტად — შეიძლება დაიყოს და ეს ორი კომპონენტი თვისებრივად განსხვავდება ერთმანეთისგან.

კრისტალიზებული ინტელექტი ანუ, როგორც კეტელი უწოდებს, კრისტალიზებული უნარი კოგნიტურ შესრულებასთან (performance) უფრო ასოცირდება. ამ დროს კრისტალიზდება მსჯელობის უნარები, როგორც წარსულში უფრო ზოგადი უნარის მრავალჯერადი გამოყენების დასწავლის შედეგი, მაგალითად, გეოგრაფიაში ან ისტორიაში მიღებული ცოდნა. კრისტალიზებული ინტელექტი უფრო ეფექტურად გამოიყენება ნაცნობ სიტუაციებში ფუნქციონირებისას, ვიდრე ახალ სიტუაციებში, რომლებიც ადაპტაციას მოითხოვენ.

კეტელის მიხედვით, კრისტალიზებული ინტელექტი ნაწილობრივ მოტივაციური და პიროვნული ისტორიის შედეგია და მნიშვნელოვნად სანდოდ დადებითად კორელირებს ისეთ პიროვნულ ფაქტორებთან, როგორებიცაა ციკლოთიმია, თვითდაჯერებულობა და სუპერეგოს ძალა. ეს კავშირი არა მხოლოდ სტატისტიკურად არის მნიშვნელოვანი, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც.

ფლუიდური ინტელექტისგან განსხვავებით, კრისტალიზებული ინტელექტი იცვლება ასაკისა და კულტურის მიხედვით. კეტელი თვლის, რომ დაახლოებით 20 წლის ასაკამდე კრიტალიზებული და ფლუიდური ინტელექტის მიხედვით ინდივიდუალური განსხვავებები, უპირატესად, კულტურულ შესაძლებლობებსა და ინტერესებს შორის განსხვავებას ასახავს. მოზრდილებში ეს განსხვავება ასაკობრივ სხვაობასაც ასახავს, ვინაიდან გამოცდილების მატებასთან ერთად, ინტელექტის ორ ფორმას შორის განსვლა მატულობს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Cattell, R. B. (1963). Theory of fuild and cristallized intelligence: A critical experiment. Journal of Educational Psychology, 54, 1-22.

კატეგორია: 
ავტორები: