ფაქტორული ანალიზი

Factorial Analysis

ეს მეთოდი პირველად გაჩნდა ფსიქომეტრიაში და ამჟამად ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ ფსიქოლოგიაში, არამედ ნეიროფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიაში, ეკონომიკაში და სხვა მრავალ მეცნიერებაში. ძირითად იდეებს ჩაუყარა საფუძველი ინგლისელმა ფსიქოლოგმა და ანტროპოლოგმა, ევგენიკის შემქმნელმა ფ. გალტონმა ( 1822 – 1911 ). ფაქტორული ანალიზის განვითარება და ფსიქოლოგიაში დანერგვა დაკავშირებულია ისეთი მეცნიერების სახელებთან, როგორიცა ჩ.სპირმენი, ლ.ტერსტოუნი, რ.კეტლერი, კ.პირსონი, გ.ხოტელინგი. ინგლისელმა ფსიქოლოგმა აიზექმა ფართოდ იყენებდა ფაქტორულ ანალიზის მეთოდებს პიროვნების თეორიის შესაქმნელად.

ფაქტორული ანალიზით შესაძლებელია კვლევის ობიექტის აღწერა სრულყოფილად და კომპაქტურად. ანალიზის შედეგადად, ერთ ფაქტორში ერთიანდება ძლიერად ურთიერთკორელირებული ცვლადები. ფაქტორული ანალიზის მთავარი მიზნებია: ცვლადების რედუქცია  და ცვლადების ურთიერთკავშირების სტრუქტურის დადგენა (ცვლადების კლასიფიკაცია). მაგალითად, იგეგმება 200 სტუდენტის მონაცემების შეგროვება: X1- სხეულის წონა, X2- მეტყველების ხარისხი, X3- ფეხის სიგრძე, X4- აგრესიულობა, X5- ხელის სიგრძე, X6- სიარულის მდგრადობა. ცხადია , X1,X3, x5,  ძლიერ კორელაციაში არიან ერთმანეთთან. ეს სამი ცვლადი განსაზღვრავს პიროვნების ზომას, ანუ ერთ ფაქტორს.  ,X2,X4,X6 ,  - შეიძლება განვიხილოთ , როგორც მეორე ფაქტორი - ალკოჰოლით გამოწვეული ინტოქსიკაციის ხარისხი.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

 

კატეგორია: 
ავტორები: