Collective Consciousness
დიურკემის თანახმად, საზოგადოების სულიერი ერთობა, რომელიც არ არის ინდივიდუალური ცნობიერებათა უბრალო ჯამი; კ.ც. არსებობს ინდივიდუუმებისგან დამოუკიდებლად; სოციალური ფაქტების (ადათები, მორალი, სამართალი, ტრადიციები, ცოდნა და ა.შ.) სახით უძლიერეს გავლენას ახდენს ინდივიდის ცნობიერებაზე. კ.ც. ქმნის მაიძულებელ მორალურ–საზოგადოებრივ გარემოს ქცევისა და აზროვნების ამ საზოგადოებაში გავრცელებული წესების მისაღებად. კ.ც–ის ფორმებია კოლექტიური წარმოდგენები, კოლექტიური გრძნობები. ისინი ყალიბდება ინდივიდებისათვის საერთო გრძნობების, რწმენებისა და ღირებულებების საფუძველზე და ტრადიციულ საზოგადოებებში სოციალური წესრიგის საფუძველია.
კატეგორია: